საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრს მიაღწიოს. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.



![როგორ გამოიყურება ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/12/LOGO-copy.jpg)


