ულიმიტო ინტერნეტი 19 ლარად და სხვა პაკეტები – სილქფესტის აქცია

28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 4 ლარად …

,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად,  პროკრუსტე იყო ავაზაკი, რომელიც   შეპყრობილ მგზავრებს ერთ საწოლზე აწვენდა. თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა, ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი – საწოლის ზომაზე გაჭიმავდა. საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით …

ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს 

26 ოქტომბრიდან Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში iPad და iPhone შეძენისას, მომხმარებლები სილქნეტისგან საჩუქრად მიიღებენ მობილური ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს. ერთობლივ აქციაში Apple-ის მოდელებზე ყოველთვიურად შემდეგი პაკეტები გააქტიურდება: ყოველთვიური 10 გბ ინტერნეტი საჩუქრად iPad 7th Generation iPad mini iPad air მეტი ულიმიტო 25 ლარიანი საჩუქრად iPhone 11 iPhone 11 pro iPhone 11 pro max ყოველთვიური 20 …

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა

იაგო ხვიჩია  24 ოქტომბერი, 2020 წელი “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი. ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, …

„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია

თინეიჯერი მოჭადრაკე, რომელმაც ახლახანს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, დეა ბედოშვილია. დეა 6 წლის ასაკიდან თამაშობს ჭადრაკს. აჭარის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიუღია, როგორც მსოფლიო მასშტაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებზე. “ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მომზადება სჭირდება და შრომა, ძალიან …

ცივად დაწურული წვენი ორგანული ბაღებიდან – ბათუმში “Georgia`s Natural“-ის მაღაზია გაიხსნა

ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და მისი შვილობილი კომპანია “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა. კომპანია “Georgia`s Natural“-ი ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს თავისი ბიომეურნეობიდან ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ ასევე სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს. საქართველოში „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს 7 მაღაზია აქვს, მათ …

როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები

ბავშვებსა და ზრდასრულებში ხშირია სასუნთქი გზების ანომალია და ანგინა. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია ღამით პირღია ძილი, სუნთქვის გართულება დროთა განმავლობაში გაივლის და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლად სუნთქვა? არასწორი სუნთქვა რამდენად აფერხებს ადამიანის გონებრივ განვითარებას? როდის და რატომ არის საჭირო ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა სისხლში და როგორ უნდა მოვიქცეთ მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში? როდის არის გარდაუვალი გლანდების …

სილქფესტი უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეთავაზებით ბრუნდება

მხოლოდ 20 ოქტომბერს, სილქფესტის აქციით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლოს. კოდით *202#  აბონენტები შეუზღუდავად გაიაქტიურებენ ცალკეულ პაკეტებს ან რამდენიმეს ერთად : [checklist]  5 GB + 100 ლოკალური წუთი  – 7 ლარი 8 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 8 ლარი 700 ლოკალური წუთი – 9 ლარი 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ლარი [/checklist] პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და …

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ. მიუხედავად სასკოლო …

აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით 

ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს. ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს. აქცია ვრცელდება როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანაბრებზე. კერძოდ, დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარზე მომხმარებელს 4,05% (ეფექტური3.97%), ხოლო ლარის ვადიან ანაბარზე კი 11,3% (ეფექტური10.72%) სარგებელი …

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია

2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი. ნაწილი პირველი: ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ,  გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას განვიცდი. ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვედი, ერთობ უცნაური მიზეზით – არჩევნების მოსაგებად და ბათუმში „გირჩის“ მომავალი დასაყრდენი ბირთვის შესაქმნელად. ამ არჩევნების მოგება ჩემთვის ხმათა 5%-ს …

„ალო ჰიგიენა“ დეზინფექციის ჩატარებას სააქციო ფასად გთავაზობთ

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საჭირო გახდა ხშირი დეზინფექციის ჩატარება დახურულ სივრცეებში. ამიტომ კომპანია „ალო ჰიგიენამ“ დაიწყო ფასდაკლების აქცია, რათა ჩვენი მომსახურება ყველა ორგანიზაციისა და კერძო პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციოდ გამოიყენება ის ქიმიური მინარევები, რომლებიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენი კომპანია …

Skate Park -ი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი სკეიტის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით დაკავებული ახალგაზრდები ბევრგან შეგვხვდებათ, თუმცა მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბულვარის განახლებული სკეიტპარკია. ბათუმის ბულვარი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციითვის. მათ შეძლეს და გააერთიანეს ბათუმელი აქტიური სპორტის მოყვარული ბავშვები და ახალი სიცოცხლე შესძინეს ბულვარის სკეიტპარკს. ვუსურვებთ წარმატებებს „Skate Park Batumi”-ის …

„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც. კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და თურქეთიდან ტანსაცმლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილების იმპორტი განახორციელა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი …

ულიმიტო ინტერნეტის პირობა და ახალი შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებს

14 ოქტომბერს, სილქფესტი სრულიად ახალ კომბინაციებს და ყველაზე მოთხოვნად პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს: [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – კომბინაციით *019# 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 14 ლარად – კომბინაციით *202# 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად – კომბინაციით *202# [/checklist] პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად …

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. კრედიტი სამი მიმართულებით გაიცემა: საბრუნავი/ძირითადი საშუალებებისთვის და მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის. საბრუნავი საშუალებებისთვის 5000-დან 100 000 ლარამდე სესხის აღებაა შესაძლებელი. სესხის ვადა 36 თვემდეა, თუმცა პროექტის ფარგლებში არსებული თანადაფინანასება 6 თვეს მოიცავს, რის შემდეგაც მომხმარებელი …

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტში ჩართული არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის, მცირემხედველები და უსინათლოები) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები, რომლებმაც შექმნეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები და ინსტალაციები. „ბათუმის თანამედროვე …

ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

შესაძლებლობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის! მოიპოვე სკოლა „ნიკეს“ გრანტი და ისწავლე უფასოდ CODING-ი! [checklist] აჭარის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოიპოვოს გრანტი და ისწავლოს უფასოდ „ნიკეში“ Coding-ი; გრანტის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებს მერვე კლასიდან შეუძლიათ; გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში ორჯერ, 3 თვის განმავლობაში; გრანტის მიღება შესაძლებელია შესარჩევი კონკურის მეშვეობით; შეავსე განაცხადი და ისწავლე უფასოდ. [/checklist] https://docs.google.com/forms/d/1rplLC-4sLKEw3vnGOLvQlYs4JWy_ZMgBb70-4P4hVSs/edit?usp=sharing თანამედროვე …

სოსო ჯახია – ინტერვიუ BMC -ის კლინიკურ დირექტორთან

„წარმატებულ მენეჯერს გამოწვევები არ აშინებს, პირიქით, შეიძლება ითქვას, ის მუდმივად ეძებს სირთულეებს, რათა არსებული რეალობა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებებით შეცვალოს. ასეთ დროს ძლიერი და წარმატებული გუნდი კი ყოველთვის გაძლევს სტიმულს, ბოლომდე დაიხარჯო ნებიესმიერ ბრძოლაში!“ – სოსო ჯახია, BMC – ის კლინიკური დირექტორი. მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე წარმატებულმა მენეჯერმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) კლინიკური დირექტორის პოსტი …

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან – ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge.ge ან თიბისის ნებისმიერ …

ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის

იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა? „შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა …

სოფელ ბეღლეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად სსიპ ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობა მოინახულა. სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა, სკოლა გათვლილია 140 მოსწავლეზე, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზები. სკოლის შენობა იქნება ადაპტირებული: მოეწყობა ლიფტი, სველი წერტილი …

როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა. თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი …

პირველად საქართველოში, თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge -ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და …

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილები ოქტომბერშიც მომგებიანია

ფინკა ბანკი მომხმარებელებს მომგებიან ოქტომბერს სთავაზობს – მიიღეთ ან გააგზავნეთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და დასაჩუქრდით ფულადი პრიზით. აქციის პირობები მარტივია: ვინც 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი მოცულობის ფულად გზავნილს განახორციელებს, თვის ბოლოს 50 ლარს მიიღებს. აქციას 36 გამარჯვებული ეყოლება – ფინკა ბანკის ყოველი სერვის ცენტრი თავის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს გამოავლენს. ჩაერთეთ, იაქტიურეთ და …

ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს. ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ. როცა დაზამთრდება …

პრაშანტ ჯოში „შუახევი ჰესის“ გამოწვევებსა და წარმატებებზე

როგორ აშენდა და როგორ ფუნქციონირებს შუახევი ჰესი? აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში, იმაზე თუ რა გამოწვევები ჰქონდა გუნდს და როგორ გადალახეს არსებული წინააღმდეგობები. ნახეთ, ვიდეო:

Bookshop-ის 20% ფასდაკლება ბათუმელებისთვის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, English Book Education-ის მაღაზია bookshop-ი, რომელიც მდებარეობს ძმები ზუბალაშვილებისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ოქტომბრის თვის განმავლობაში თავის ერთგულ მომხარებელს სთავაზობს 20% ფასდაკლებას. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურასა და ბრენდირებულ აქსესუარებზე. მაღაზიაში თქვენ ნახავთ ყველასათვის საყვარელ ჰარი პოტერების სპეციალურ გამოცემას, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის წიგნებს, სხვადასხვა საკოლექციო გამოცემას, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებულ …

ჰესების 4 ინჟინერი საქართველოდან – ახალი თაობა

იცნობთ საქართველოში ინჟინრების ახალ თობას? იცით, რას აკეთებენ, სად მიიღეს განათლება, რა გამოცდილება დააგროვეს? დღეს მოგიყვებით „შუახევი ჰესში“ მომუშავე 4 ინჟინერზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, იმაში, რომ ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადი მოედინება. გიორგი ლაკირბაია, ინჟინერ – მშენებელი გიორგი ლაკირბაია პროფესიით ჰიდროინჟინერია. როგორც ამბობს, ის ოჯახში ამ პროფესიის მესამე თაობის წარმომადგენელია. მასზე ბაბუამ …

აჭარის განათლების სამინისტროში კულტურის მუშაკებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ და კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ სამინისტროს საქვეუწყებო, კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების არსებულ რეალობასთან ადაპტირებისა და განხორციელების გზები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის სახელოვნებო სკოლებიც, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან სწავლებას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, მასწავლებლები …

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის …

აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: [checklist] კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. [/checklist] პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. …

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. „საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში …

გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი

ნუგზარ ბოლქვაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო ელჩი საქართველოში საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დიდი გამოწვევაა საზღვაო სფეროს სრულყოფილად გამოყენება და განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს მეზღვაურებმა მრავალი რთული პერიოდი გამოიარეს რამაც მაინც არ გაუნელა სურვილი მომავალ თაობებს ზღვაში წასვლისა. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის–ანატოლი კაჭარავას ავტორიტეტით, დამსახურებითა და მოთხოვნით 1967 წელს შექმნილმა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ მხოლოდ …

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე უკვე  ყვავის ეს თეთრი ყვავილები. მემთეურთა სახლები ცარიელია. ირგვლივ სრული სიჩუმეა. გესმის მხოლოდ ხეობებიდან მონაბერი სექტემბრის ქარების ხმა და ქინქლების ბზუილი. ალპურ ზონაში ხეები არ …

Exit mobile version