ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე …
Author Archives: რეკლამა
DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 იწყება!
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. 12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 …
Continue reading “DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 იწყება!”
ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა …
თიბისი ბიზნესის საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. პარასკევს, 6 სექტემბერს 11:00 საათზე, Online შეხვედრის რეჟიმში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგს გაუძღვება დავით პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „KRESTON GEORGIA” – ს მმართველი პარტნიორი. ტრენინგი შეეხება საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს. …
Continue reading “თიბისი ბიზნესის საგანმანათლებლო ონლაინ ტრენინგი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის”
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ …
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, მაღალმთიან აჭარაში, 7 სექტემბერს გაგრძელდება
Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე, მოდული წარმატებით ჩატარდა მარნეულში, ახმეტასა და ახალციხეში. სექტემბერში კი, პროექტი ქედაში გაგრძელდება. მაღალმთიან აჭარაში, პროექტი მეწარმე ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდება. მოდულის მთავარი თემაა მეწარმე ქალთა გაძლიერება: ელექტრონული კომერციის …
ახალი მუნიციპალური პარკი ჭაჭა თაუერის ადგილას
ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება. ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები, დაირგვება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო–ბილიკები. პარკი ბუნებრივად …
Continue reading “ახალი მუნიციპალური პარკი ჭაჭა თაუერის ადგილას”
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, …
ბათუმში „ჭაჭა თაუერის“ ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება
ბათუმის საკრებულომ შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო …
Continue reading “ბათუმში „ჭაჭა თაუერის“ ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება”
რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?
ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება – ესაა ფინანსური განათლება. თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ …
Continue reading “რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?”
ცესკოს ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს
26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი …
Continue reading “ცესკოს ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს”
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას …
პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). …
Continue reading “პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის”
ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, …
Continue reading “ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე”
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ …
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. …
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა …
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა
მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება …
Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან
თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს …
Continue reading “Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან”
ცესკოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში …
სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის. სწორედ ამიტომ, თიბისიმ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. თიბისის ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის მე-9 -იდან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. ტექსკოლის უნიკალურობა …
ცესკოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა …
Continue reading “ცესკოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს”
ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა …
Continue reading “ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა”
სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში
ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში. ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან …
“ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა
შორენა სურმანიძე ხულოში, სოფელ ძმაგულაში ცხოვრობს. ის თანასოფლელ ქალებთან ერთად ხელსაქმით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მეზობელმა ასწავლა სიმინდის ფუჩეჩისგან კალათების დამზადება და მას შემდეგ თავისუფალ დროს კალათებს ქსოვს. „სიმინდის ფუჩეჩს ვალბობ წყალში, რათა დარბილდეს და შემდეგ მისგან ვქსოვ კალათებს. ერთი საშუალო კალათის მოქსოვას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. დიასახლისი ვარ, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, რაც შემიძლია …
Continue reading ““ძლიერი ქალი ძლიერი ქვეყნის საწინდარია” – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა”
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %). აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 …
ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ …
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა …
გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე
ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის …
დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა
ამიერიდან, „თიბისი დაზღვევაში“ მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ, სწრაფად და მარტივად დააზღვიონ სახლი. პოლისის ფარგლებში შენ აზღვევ: კონსტრუქციულ ელემენტებს, რემონტს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში შენ ცხოვრობ, თუ გაქირავებული გაქვს – დაზღვევა ორივე შემთხვევაში აგინაზღაურებს ზარალს. სახლის დაზღვევა თვეში 49 ლარიდან არის შესაძლებელი და აზღვევს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, კვამლი, ან მეხის დაცემა; …
Continue reading “დააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა”
აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails
ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს …
Continue reading “აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails”
სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე
საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო …
Continue reading “სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე”
ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების …
ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების …
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით 17-ე ჯაზფესტივალს
26-28 ივლისს, ბათუმი მეჩვიდმეტედ მასპინძლობს შავი ზღვის ჯაზფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალი წელს თავის ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტების სცენას უბრუნდება. 26 ივლისი ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო. 27 ივლისი ფესტივალის …
Continue reading “თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით 17-ე ჯაზფესტივალს”
ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული …