საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით,  სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ …

თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის აპლიკაცია ყველაფრის გაორმაგებაში დაგეხმარებათ

1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო. იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:  „ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის. მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსა თუ …

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები. კერძოდ, ბოლო …

კოკა რამიშვილის გამოფენა „პლატფორმა მოვლენისთვის“

თიბისი კონცეპტი და რია ქებურიას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის”. გამოფენას 7 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი …

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკის ახალი სერვისი

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა  – ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ. ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ: გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე – შენი …

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში. განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ …

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია …

ბათუმში ინვესტიციის გაკეთების საუკეთესო შესაძლებლობა

ზღვისპირა ქალაქი ბათუმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების გამართვამ განაპირობა. ეს არის კურორტი, სადაც დამსვენებლებს ყველანაირი კომფორტი და მრავალფეროვანი გართობა ელოდებათ. ინფრასტრუქტურის სრულყოფილად განვითარებამ განაპირობა ისიც, რომ ბათუმი ძალიან პრესტიჟული გახდა საცხოვრებლად, უამრავი ადამიანი გადადის თბილისიდან და უცხოელებიც ხშირად ირჩევენ, როგორც ცხოვრებისთვის, ისე ინვესტირებისთვის. ჩვენ მოგიყვებით ევროპული …

რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ: გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა მობილური ბალანსის შევსება ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა. hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია …

რადისონ ბლუ ბათუმში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რადისონ ბლუ ბათუმის ქართული რესტორანი „მედეა“ განახლებული ინტერიერითა და მენიუთი ელოდება სტუმრებს. 168-ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის. სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა. ქართული სამზარეულოს ხასიათი და ტრადიცია კარგად ჩანს „მედეას“ მრავალფეროვან მენიუში. ამასთან, აქ …

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში …

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია …

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება. მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით. გადარიცხვა შესაძლებელია: თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე  სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.   სხვა …

მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი მონაწილეებს ელის!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან.  საზაფხულო ბანაკი …

ტენდერი ონლაინ მედიებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს. ტენდერი ცხადდება პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას. …

,,მეჩარხე-შემდუღებელი“ (ხარატი) – ახალი სასწავლო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელში ,,გოლდენ სიი“

მიიღე ხარისხიანი განათლება შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელში ,,გოლდენ სიი“, გახდი კვალიფიციური ,,მეჩარხე-შემდუღებელი“. თუ გსურთ მოკლე დროში დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიას, შეძლოთ ლითონის დეტალების დამუშავება სახარატო, საფრეზი ლითონდამამუშავებელ ჩარხებზე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხელით ელექტრორკალური, MIG შედუღება (კემპის აპარატით), მიიღოთ ცოდნა და უნარები, სასწავლო პროგრამა „მეჩარხე-შემდუღებელი“ გაძლევთ შესაძლებლობას. სასწავლო კურსი განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით, პარტნიორ ორგანიზაციებში, მაღალკვალიფიციური …

ტერაბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-მ პირველი რეგიონული B2B შეხვედრა გამართა

ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების …

4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით 

თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა – ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება. 1. გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელად თუ კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე …

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე. საინვესტიციო საბანკო საქმიანობა 2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 განთავსების მთლიანმა …

ზუგდიდში “ქართული თხილის საწარმო” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით აშენდა

საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში  მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება.  ხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას და შემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში …

ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები

ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ნომერ 44-ში ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის საყვარელი გასართობი ცენტრი “სონიკი” თითქმის ერთი წელია რაც გაიხსნა და ამ დროში მოასწრო და უმასპინძლა უამრავ დაბადების დღესა თუ მხიარულ ღონისძიებას. სონიკის დამფუძნებელი შორენა თავდგირიძე ამბობს, რომ თავადაც დიდი ხანი უწევდა ხოლმე გასართობი ცენტრის ძებნა, როცა შვილებს დაბადების დღე ჰქონდათ, ასე რომ საყვარელი გმირით, სონიკით …

რატომ და როდის სჭირდება თქვენს ბიზნესს იურისტი და ადვოკატი

იურიდიული პრინციპებისა და საკითხების კომპლექსურ სამყაროში, რომელსაც თავს ვერც ერთი ბიზნესი ვერ აარიდებს, გადამწყვეტია გვესმოდეს განსხვავება იურისტსა და ადვოკატს შორის, განსაკუთრებით, ისეთ იურისდიქციაში, როგორიც საქართველოა, სადაც კვალიფიკაცია და როლები სხვადასხვაგვარადაა გადანაწილებული. იქედან გამომდინარე, რომ იურიდიული სერვისები ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, კანონთან შესაბამისს ხდის პროცესებს და რაც მთავარია, კომპანიას მოულოდნელ გართულებებისაგან იცავს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ვის მიმართოთ, …

თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია „ელისოს“ წარმოგიდგენთ

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება. „ელისოს“ გენერალური მხარდამჭერია თიბისი. ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია „ელისოს“ მთავარი პარტნიორები არიან თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე  სარაჯიშვილი, გალფი და სხვა. „ნატო ვაჩნაძის ფონდი“ კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. …

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით Starring Georgia 2024 ვარსკვლავებს უმასპინძლებს

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს: • 10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena) • 31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena) • 18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage) Starring Georgia-მ 2023 …

7 მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის 

განაახლე თიბისის ციფრული ბანკი   საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები. დააყენე ძლიერი პაროლი  აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო: პაროლი უნდა …

„დასვენების დღეებში გოგოები ჩემთან ქარგვას სწავლობენ“ – ვინ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს აჭარაში | გამოფენა-გაყიდვა

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიპყრო მზევინარ ირემაძეა. მას წინ აჭარული ტრადიციული ნაქარგობები ელაგა: „აჭარული ნაქარგობის ტრადიცია …

„ოცნების ავტომობილი“ – „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში  ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.   „ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში  5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები …

ფასდაკლება თიბისი დაზღვევის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარმადეპოში

დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ. „ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი …

Skillwill-სა და USAID-ის პროფესიული განათლების პროგრამას შორის თანამშრომლობა დაიწყო

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული(ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების …

რატომ სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება

ნებისმიერი მასშტაბისა და ინდუსტრიის ბიზნესისთვის არსებობს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს. სწორედ მსგავს საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება იურიდიული მომსახურებაც, რომელიც სინამდვილეში, არა მხოლოდ აუცილებლობას წარმოადგენს, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მისი სტრატეგიული აქტივიც კია. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ დაინტერესებულ მხარეებს უკეთ ავუხსნათ, თუ რაში ეხმარება იურიდიული მომსახურება ბიზნესს, ამ …

Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში

Wyndham Hotels & Resorts -ის მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელი აძლიერებს თავის პოზიციებს სტუმართმოყვარეობის გლობალურ ბაზარზე და შემოაქვს საქართველოში განვითარების ახალი გზები. აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატში, პარსიპანიში დაფუძნებულ კომპანიას აქვს დაახლოებით 9300 სასტუმრო, რომლებიც მუშაობს 24 ბრენდის ქვეშ მსოფლიოს 95 ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის მასშტაბებსა და გლობალურ გავლენას. Wyndham Grand Batumi Gonio Wyndham Hotels & …

თიბისის მხარდაჭერით ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. სპექტაკლი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის …

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია. გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები. ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას …

თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას. ქუთაისის ტორპედომ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა. ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედო კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან თანამშრომლობა …

საჩუქარი ქალებს ქართულ-ებრაული ინოვაციური კლინიკისგან სრულ მომსახურებაზე

ქართულ-ებრაული ინოვაციური სამედიცინო ცენტრი BIRTH-ი ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვას წარმატებულად განაგრძობს. კლინიკა ქალთა დღეებთან დაკავშირებით, 1-ელი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით გთავაზობთ შემდეგ საჩუქრებს: 30% -იანი ფასდაკლება ლაბორატორიული და ბიოქიმიურ კვლევებზე – კლინიკაში ინოვაციური დანადგარებით და ხარისხიანი რეაქტივებით ტარდება, რაც დროული და ზუსტი დიაგნოსტიკის გარანტიას იძლევა. გინეკოლოგიური PRP თერაპია- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია (PRP) ტარდება …

ტენდერი სასტუმროს და საკონფერენციო სივრცის მომსახურებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე. ტენდერი ცხადდება პროექტის ,,ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო …

Exit mobile version