რეკლამა,სიახლეები

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

29.07.2024
ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების  მაღალ პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს.  მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება, ისე ამომრჩეველთა  ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე გაითვალისწინა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციების უმეტესობა, მათ შორის განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი, გაიზარდა იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ასევე აქტიურად ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით  დეზინფორმაციის გავრცელება.  ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გასულ კვირას დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: