სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო …
Author Archives: რეკლამა
ბათუმში ოპტიმოს ფილიალი გაიხსნა – რას სთავაზობს ოპტიმო მაღაზიებს
ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა, რომელიც 4000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის პროცესებს. ოპტიმოს ბათუმში 100-ზე მეტი მაღაზია იყენებს გაყიდვების და მარაგების კონტროლისთვის. ამჯერად კი, უკვე ადგილობრივი ფილიალიც გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებს პროგრამის გამოყენება და მხარდაჭერის მიღება უფრო მარტივად შეეძლებათ. გარდა ფილიალისა, ოპტიმო სხვადასხვა შეთავაზებებს სთავაზობს ადგილობრივი ბიზნესისა და მაღაზიის მფლობელებს. …
Continue reading “ბათუმში ოპტიმოს ფილიალი გაიხსნა – რას სთავაზობს ოპტიმო მაღაზიებს”
როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები. საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: Bankify I ადგილი Koggo 2.0 II ადგილი Hack ‘n’ Slash III ადგილი ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, …
Continue reading “როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore”
თუ ჯერ კიდევ არ იცი ვის მისცე ხმა, ეს სტატია შენთვისაა
ყოველდღიურად ბევრნაირი არჩევანის წინაშე ვდგებით: რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა გზით გადავადგილდეთ, როგორ მოვექცეთ ირგვლივმყოფებს, რა მუსიკას მოვუსმინოთ, რა მოვიწონოთ სოციალურ ქსელებში… მალე კი ის დღეც დადგება, როცა მოგვიწევს ავირჩიოთ, მომდევნო 4 წელი როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. 2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. 26 ოქტომბერს მხარი უნდა დავუჭიროთ იმ პარტიას რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს მსოფლმხედველობასთან. …
Continue reading “თუ ჯერ კიდევ არ იცი ვის მისცე ხმა, ეს სტატია შენთვისაა”
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია …
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე …
საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში ცესკოში
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში …
Continue reading “საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში ცესკოში”
„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. „შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა …
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც …
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი …
Continue reading “ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს”
შეხვედრა ცესკოში სახალხო დამცველთან და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების …
Continue reading “შეხვედრა ცესკოში სახალხო დამცველთან და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან”
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვითარების და ზრდის პერსპექტივები – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის. კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონი“ იყვნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. …
Continue reading “„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის”
ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და შესასწავლი საკითხების შესახებ
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ …
ცესკო ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე …
„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოავლუნეს. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22 -ედ ტარდება. 2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების …
Continue reading “„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია”
ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ …
საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ …
Continue reading “საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით”
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“ 1200 ლარის ოდენობის სტუდენტურ გრანტს გასცემს. გრანტით სარგებლობა შეეძლებათ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ან აბიტურიენტებს, რომლებიც დასაქმდებიან 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ან უკვე მუშაობენ „ვენდისის“, „საბვეის“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელში. „სტუდენტური გრანტი გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ჯგუფში დასაქმებულ სტუდენტებს, სადაც მათ, სწავლის პარალელურად …
Continue reading “„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ”
ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. „ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების …
კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან
თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდება შემოქმედებით კემპი, რომელიც არის ინტენსიური პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში. შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან: კოკა ქამუშაძე ნიკუშა ანთაძე ეკა ბაბუნაშვილი ბეკი ფანცხავა ნინო ეგაძე გიორგი ქვლივიძე კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 და 5 ოქტომბერს, 10:00 დან …
Continue reading “კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან”
ედისონის ცენტრი 4 ოქტომბერს ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას გამართავს
თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრმა ოპერირება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია. კონფერენცია ორ ეტაპად – პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. ღონისძიებას ლატვიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ენერგეტიკოსთა ასოციაციის ექსპერტები გაუძღვებიან. ბათუმის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ პრობლემური თემები იქნება. …
ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „სონიკი“ საშემოდგომო აქციას გთავაზობთ
ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ჯავშნებზე, „სონიკის“ სამზარეულოში გადახდილ ყოველ 700 ლარზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20% -იანი, ხოლო ყოველ გადახდილ 1500 ლარზე 30% – იანი ფასდაკლებით. ასევე იმ იუბილარებს, ვინც უკვე „სონიკში“ გადაიხადა დაბადების დღე და წელსაც დაჯავშნის აქ, ფეიერვერკს, ვარსკვლავსა და ქაღალდის შოუს აჩუქებენ! „სონიკის“ პროგრამებია: გასართობი ცენტრი გთავაზობთ გასვლით პროგრამებსაც. ჩვენი უნიჭიერესი ანიმატორები და მთელი …
Continue reading “ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „სონიკი“ საშემოდგომო აქციას გთავაზობთ”
7 მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის
ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება მეწარმეობასა და ბიზნესში. ასეთ დროს კი, პირადი ფინანსებისა და ზოგადად, ფინანსების მართვის საფუძვლების ცოდნა გადამწყვეტი ხდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ეროვნული კეთილდღეობისთვის. ამ ბლოგში, ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ 7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის: ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები აძლიერებს თითოეულ ინდივიდს ფინანსური განათლება ადამიანებს სთავაზობს …
რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები
ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება. ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: „ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა …
Continue reading “რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები”
ბექას სკოლის რჩევები: როგორ ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინგლისური ენის ცენტრი – “ბექას სკოლა”, გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ, რეპეტიტორის თუ სასწავლო ცენტრის დახმარების გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ბოლო წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წინსვლა დიდი ენობრივი მოდელების (Large Language Models ანუ LLMs) განვითარებაში. ეს მოდელები ტრენირებულია უზარმაზარ ტექსტურ მონაცემებზე და …
ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში
თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში. ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, …
Continue reading “ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში”
DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 დასრულდა!
რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, დასრულდა. 14 სექტემბერს, ბათუმში, დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. ქართულმა სააგენტოებმა 1 Best Of Contest ტიტული, 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 19 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სულ, კონკურსზე 418 განაცხადი იყო წარდგენილი. დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: …
Continue reading “DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 დასრულდა!”
ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს „ჩემი გზა ემიგრაციაში”. ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. კონკურსის …
Continue reading “ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის”
ცესკო: გადაამოწმეთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგეთ სად უნდა მისცეთ ხმა
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად …
AD BLACK SEA 2024 დაიწყო
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასრულდა. რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024 დაიწყო და ის, ტრადიციულად ბათუმში 12-14 სექტემბერს გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას …
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხმაურება
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ცესკო ეხმაურება: „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების …
Continue reading “ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხმაურება”
თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო
თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს. ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. 10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ …
Continue reading “თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო”
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და …
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარასა და ზეწოლაზე
საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი. ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების …
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის …
11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება
სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და …