მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივლისი

11.07.2024
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 555 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 8 182 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 15 732 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 15 110 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 119 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 886 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 009 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 392 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 325 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 535 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 627 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 520 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 545 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 551 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 374 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 718 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 551 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: