მთავარი,სიახლეები

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

14.10.2017
ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 სექტემბერს ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე №1-ის მიმდებარედ კვლევითი ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას გამართავს. 18 სექტემბერს კი, ბათუმში,  ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის მშენებლობა დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი და მიწვეული სტუმრები კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პროექტისთვის ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ შესარულებს.

200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ შენობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.

საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე განთავსდება ადმინისტრაცია, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო; აგრეთვე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის.

როგორი იქნება ახალი საერთო საცხოვრებელი, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: