მთავარი,სიახლეები • • • •

ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

16.11.2026
ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიაში, საკრებულოსა და მერიის ააიპ-ებსა თუ სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები, მიმდინარე წელთან შედარებით, ჯამში, 8,2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა [მომუშავეთა რიცხოვნობა] 2 987 ადამიანით არის განსაზღვრული, ხოლო მათი შრომის ანაზღაურებისთვის – 61 883 600 ლარი.

ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არის 2 959 ადამიანი, მათი ხელფასებისთვის კი 70 138 300 ლარია გაწერილი.

უშუალოდ ბათუმის საკრებულოში ხელფასებისთვის 2027 წელს 2 469 100 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბათუმის მერიაში – 5 762 000 ლარი.

2027 წლიდან იზრდება მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასებიც. შესაბამისად, ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 810 ლარით გაიზრდება და დღეს არსებული 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლის იანვრიდან 10 410 ლარი იქნება.

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 614 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. 2026 წლის ბიუჯეტი კი – 593 924 100 ლარით.

ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 13 ნოემბერს, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. 16 ნოემბრისთვის კი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ჩანიშნეს.

2027 წლიდან ხელფასები ეზრდებათ იმ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.

ამ თემაზე:

2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასებში 7,5 მილიონით მეტი, ჯამში 91,1 მილიონი ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: