მთავარი,სიახლეები

სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება

19.08.2026
სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება

სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ.

სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა.

„პიჯაკის მარცხენა მხარეს გამოსახულია 5.3სმX5.3სმ-იანი სახელმწიფო გერბის სიმბოლიკა (ნაქსოვი/ნაქარგი/ნაბეჭდი -შემსყიდველთან შეთანხმებით)“, – წერია ამ ხელშეკრულებაში.

გერბის სიმბოლიკა გამოსახული იყო სასკოლო ფორმების ესკიზებზე ბაზრის კვლევის ეტაპზეც.

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით შეიძლება, დატანილ იქნეს მოსწავლეთა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე“. – წერია დადგენილებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს, 2026 წლის 19 აგვისტოს მოაწერა.

ეს დადგენილება [„საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების შემთხვევის განსაზღვრის შესახებ“] დღესვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.

„პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება“ – განაცხადა კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებმა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: