დღეს, 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
გიორგი ზურაბაშვილი არიას გამოცდილი დიპლომატი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2024 წელს ხელმძღვანელობდა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წინა წლებში გიორგი ქაჯაია იყო, თუმცა მან პოსტი დატოვა.






