ბათუმის მერიაში ცვლილებებია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი უფროსები ჰყავს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძის ნაცვლად თემურ ვასაძე დაინიშნა.
„თემურ ვასაძეს ბოტანიკურ ბაღში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014-2017 წლებში მუშაობდა ადგილობრივი ფლორისა და ბალახოვან მცენარეთა კურატორად, 2017 წლიდან კი იყო გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერი,“ – განმარტეს ბათუმის მერიაში.
რაც შეეხება ბათუმის მერიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამსახურს – საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, აქ ბათუმის მერმა უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნოდარ ძირკვაძე დანიშნა.
ნოდარ ძირკვაძე ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ყოფილი უფროსი ბაქარ ჩიტაია კი შსს-ში გადაიყვანეს.
ამ თემაზე:






