მთავარი,სიახლეები

32 წლის ბაჩი თურმანიძე ავარიაში მოჰყვა, მას თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

19.01.2024
32 წლის ბაჩი თურმანიძე ავარიაში მოჰყვა, მას თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

32 წლის ბაჩი თურმანიძე, რომელიც 17 იანვარს ბათუმში, ავტოავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა. ის ოჯახმა საოპერაციოდ თურქეთის ქალაქ სამსუნის კლინიკაში გადაიყვანა.

დაზარალებული ბაჩი თურმანიძის არაერთი მეგობარი ცდილობს მისთვის ფულადი სახსრების შეგროვებას – მას ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, რომელიც ორშაბათს, 22 იანვარს არის დაგეგმილი.

ბაჩი თურმანიძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი: GE97TB7189445063300006

საქართველოს ბანკი: GE76BG0000000539789892

მიმღები: თამარ შენგელია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: