მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

17.12.2021
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს.

ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

დღეს ასბორნ გრუნდტი მუშაობს Statkraft-ში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე და  ხელმძღვანელობს ერთეულს „მფლობელობა“ – Business Area Production-ში, რომელიც აკონტროლებს Statkraft-ის საკუთრების ინტერესებს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში. ის ამავდროულად არის Agder Energi-ს, Eviny-სა და Skagerak Energi-ის არააღმასრულებელი საბჭოს წევრი.

რაც შეეხება სამჭოს კიდევ ერთ ახალ წევრს, ტრონ ენგბრეტსენს, მას აქვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში. ის იკავებდა SN Power-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, იყო სამხრეთ ნორვეგიის რეგიონალური დირექტორი, ენერგიის გენერაციის დირექტორი და Statkraft-ის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი. მუშაობდა ფილიპინებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, პერუში, ჩილეში, თურქეთსა და ალბანეთში. მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განხორციელდა Moglice HPP-ის მშნებლობა.

ტრონ ენგბრეტსენი იყო Finnmark Energi AS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, Trondheim Energi AS, KVO, Oslo Energi-ს სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ის დღემდე არის TEJV-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩილეში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: