მთავარი,სიახლეები

ბევრისთვის უცნობი პლაჟი აჭარის სანაპიროზე [ფოტორეპორტაჟი]

12.05.2021
ბევრისთვის უცნობი პლაჟი აჭარის სანაპიროზე [ფოტორეპორტაჟი]

ეს ციხისძირია, სადაც ულამაზესი კლდოვანი სანაპიროა. ამ სანაპიროზე, წყალში უზარმაზარი ქვის ლოდები ყრია. თუ კარგად დააკვირდები, ზოგიერთი გოლიათ ადამიანსაც ჩამოჰგავს. აქვეა ხის ძელებით მოწყობილი მომცრო ზომის პლაჟი. მსგავს პლაჟს აჭარის სანაპიროზე სხვაგან ვერსად შეხვდებით.

პლაჟამდე მისასვლელად, უფრო ზუსტად,ჩასასვლელად ქვის კიბეებით უნდა ისარგებლო, რომელიც დაბურულ ხეივანშია მოწყობილი და გარემოს ეგზოტიკურ იერს სძენს.

გარშემო ულამაზესი, ძირითადად, ორსართულიანი სახლებია, სადაც ალბათ ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, მაგრამ ახლა გამოკეტილი და ცარიელია.

გარდა ამისა, ზღვაზე მისვლამდე, გზაზე არის სიმინდის ყანა.

თითქმის 150 მეტრის სიგრძის დაღმართი ბილიკი ქვის საფეხურებით, რომელსაც ზღვასთან მიჰყავხარ. ჩასასვლელი გზა დაბურულია ხეებით.

ხის ძელებით მოწყობილი მომცრო ზომის პლაჟი. მსგავს პლაჟს აჭარის სანაპიროზე სხვაგან ვერსად შეხვდებით/ფოტო: კახა გურგენიძე

პლაჟის სიახლოვეს რამდენიმე მიტოვებილი ლამაზი სახლი დგას მწვანე ეზოებით.

ქვის ლოდები ზღვაში, პლაჟის სიახლოვეს/ფოტო:კახა გურგენიძე

ამ მონაკვეთიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთაა/ფოტოა: კახა გურგენიძე

სანაპიროს ამ მონაკვეთში დიდი ლოდებიც გხვდება, რაც აჭარის სანაპიროს ნაკლებად ახასიათებს/ ფოტო: კახა გურგენიძე

ამ მონაკვეთიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთაა/ფოტოა: კახა გურგენიძე

ჰორიზონტი კლდოვანი სანაპიროდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: