მთავარი,სიახლეები

ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ბავშვთა სახლები დაიხურა

28.09.2019
ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ბავშვთა სახლები დაიხურა

ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ორი ბავშვთა საოჯახო სახლი დაიხურა. 18-მა ბავშვმა სახლები უკვე დატოვა.

„ბავშვები დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში. ეს ოჯახები დამატებით სოციალურ დახმარებას მიიღებენ თითოეულ ბავშვზე. მათ შორის ერთია პრობლემური და კრიზისული მართვის პროგრამაში ჩავრთეთ,“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, თემურ ჭანტურიშვილმა.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ჩერნოვეცკის ფონდის“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია 23 სექტემბერს ძალადაკარგულად მიიჩნია. ამ ბრძანების საფუძველზე ლიცენზია შეუჩერდა თბილისში მდებარე ბავშთა საოჯახო სახლსაც.

რატომ  დაიხურა ბავშვთა საოჯახო სახლები? -„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს „ჩერნოვეცკის ფონდში“ არ უპასუხეს. კომენტარის გაკეთება ქობულეთის საოჯახო სახლების უკვე ყოფილმა დირექტორმა, ხათუნა ჯავახაძემ არ ისურვა. სატელეფონო საუბრის დროს მან გვითხრა, რომ ოფიციალურად პირველი ოქტომბრიდან შეწყვეტენ, თუმცა ბავშვებმა სახლები უკვე დატოვეს.

„ჩემი ინფორმაციით „ჩერნოვეცკის ფონდმა“ მოითხოვა ლიცენზიის შეჩერება. წერილში მიუთითეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან იყო გაუგებრობა. ისინი ითხოვდნენ იმ დაფინანსებას, რასაც გავცემთ მინდობით აღზრდის დროს. სამართლებრივად ასე ვერ გამოვიდოდა, რადგან ეს ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის არის შექმნილი. ჩვენ არ გვქონდა ფონდის საქმიანობის დაფინანსების უფლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ჭანტურიშვილმა.

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქობულეთში ბავშვთა პანსიონი 2014 წელს გახსნა. მაშინ ეს ფაქტი 51-მა არასამთავრობომ გააპროტესტა, რადგან პანსიონს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. შემდეგ კი, პანსიონი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლად გადაკეთდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: