საქართვევლოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩს, ბათუმის „დინამოს“ მეკარე მიხეილ ალავიძე გამოტოვებს. მას ტრავმა აწუხებს.
„მარჯვენა მხარის მყესი მაქვს დაჭიმული, დღეს გადაწყდა, რომ მე თბილისის „დინამოსთან“ ვერ ვითამაშებ“ – განუცხადა „ბათუმელებს“ მიხეილ ალავიძემ.
27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ლანჩხუთის „გურიასთან“ თამაშის დროს მიიღო, მიუხედავად ამისა ამ შეხვედრის მატჩი ბოლომდე ჩაატარა, თუმცა „საჩხერესთან“ თამაში ვეღარ შეძლო.
მიხეილ ალავიძე ბათუმის „დინამოში“ ზედიზედ ორი სეზონია თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.
თუ რა მოლოდინი აქვს თავისი გუნდისგან, გვეუბნება, რომ: „წინასწარ ძნელი სათქმელია, შედეგის პროგნოზირება, მაგრამ ვიცი, რომ ურთულესი თამაში იქნება“.
პირველ წრეში „დინამოელების“ დაპირისპირება ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით, გელა გოგიტიძის გოლით (1:0) დასრულდა.
რაც შეეხება ბათუმისი „დინამოს“ საგულშემატკივრო ტრიბუნებს ის ცარიელი იქნება, რადგან წინა თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრების მიერ მსაჯების შეურაცხყოფის გამო ფულადი ჯარიმითა და საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამ შეხვედრით ბათუმის „დინამოელები“ სასჯელს იხდიან.
თუმცა, ბთ “დინამოს” გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამხნევებას ტრიბუნებს მიღმიდან აპირებენ, ისე, როგორც ეს გააკეთეს 11 აპრილს „სამტრედიასთან“ და 25 აპრილს „გურიასთან“.