მთავარი,სიახლეები

როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში

23.07.2017 • 2798
როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა. წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სოფელ კვარიათში, ზღვის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენოს.

მთავრობის განკარგულებით კომპანია 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე [მდინარე ჭოროხის დელტაში] მოიპოვოს 20 000 მსაშენი მასალა [ქვიშა-ხრეში].

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:

[crosslist]

  • უზრუნველყოს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით [გეოსაინფორმაციო პაკეტი] განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის;
  • ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 3478 ლარი;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

[/crosslist]

კომპანიის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

სამშენებლო კომპანია ნაპირგამაგრებისთვის 10 000 მ3 ფლეთილ ქვებსაც შეიძენს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, საწყისი ფასით – 400 ათასი ლარი. მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა განახორციელოს არანაკლებ 350 მ3 ფლეთილი ქვის კომპანიისთვის მიწოდება [მოთხოვნის შესაბამისად].

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი იმიტომ გამოაცხადეს, რათა სამუშაოები არ შეფერხდეს. პარალელურად კი, აჭარის მთავრობაში შეტანილი აქვთ განაცხადი, რომ კომპანიას კარიერები ფლეთილი ქვის მოსაპოვებლად აჭარაში გამოუყონ. ნაპირსამაგრი სამუშაოები, დღეს არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კვარიათის იმ მონაკვეთში, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ნაპირსამაგრი სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროზე კვარიათი-სარფის მონაკვეთში/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ნაპირსამაგრი სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროზე კვარიათი-სარფის მონაკვეთში/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები


კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, პროექტით 60 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

[highlight color=”blue”]ამავე თემაზე:[/highlight]

სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

სარფში გზაც და პლაჟიც გაფართოვდება [ფოტო]

60 მილიონამდე ლარი კვარიათი-სარფის გზის გამაგრებისთვის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: