უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია კომისიის წევრებთან ერთად ქედის, შუახევისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა. საუბრის თემა 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები იყო.
საარჩევნო ოლქებისა და უსკოს კოორდინირებული მუშაობისთვის შეხვედრაზე ისაუბრეს ოლქებში უსკო-ს წარმომადგენლის დანიშნვის საკითხზე. უსკოს წარმომადგენელმა შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდების საკითხი უნდა უზრუნველყოს.
უმაღლესი საარჩევნო კომისია მომდევნო შეხვედრებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართავს.