კაცი, რომელსაც დღეს, 7 ივნისს, ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა და ქობულეთის საავადმყოფოში მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.