მთავარი,სიახლეები

სოციალური სააგენტოს გამოხმაურება სოცმუშაკების დაანონსებულ გაფიცვაზე

14.03.2019 • 1584
სოციალური სააგენტოს გამოხმაურება სოცმუშაკების დაანონსებულ გაფიცვაზე

“მოლაპარაკების ვადა გახანგრძლივდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით. გახანგრძლივება აწყობდათ სოციალურ მუშაკებს და ჩვენც გვაწყობდა,” – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსმა, ნიკა ჩანადირმა. ის “ბათუმელებში” 12 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც სოცმუშაკები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის ვადა 12 მარტიდან, სავარაუდოდ, 25 მარტამდე გადაიწია.

ნიკა ჩანადირის თქმით, მედიაცია და მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზეც უცნობია, სოცმუშაკების მოთხოვნებიდან რომელი შესრულდა.

“ნაწილი მოთხოვნების შესრულდება… ახლა ვერ გეტყვით, ზუსტად რა და როგორ, რადგან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს,” – გვითხრა ნიკა ჩანადირმა.

სოცსააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსის თქმით, მათ გაფიცვის ახალი თარიღის შესახებ “ბათუმელებიდან” გაიგეს.

12 მარტს “ბათუმელები” გაფიცვის ახალი თარიღის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრშიც გვითხრეს, რომ სოცმუშაკების გაფიცვას აღარ ელოდნენ.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდება. გაფიცვის თარიღზე საუბარი არ ყოფილა,” – გვითხრა ამჯერად ნიკა ჩანადირმა.

ფოტო: სოციალური მუშაკების სამუშაო ოთახი ბათუმში, 2018 წლის ფოტო “ბათუმელების” არქივიდან

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: