სიახლეები

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა

27.11.2018 • 1975
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა

შავ ზღვაზე 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე  ჩატარდა. კვლევის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შეფასება და შესწავლა.

ექსპედიცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოაწყო.

სპეციალისტები, ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. აიღეს სპეციალური სინჯები, რომელთა კვლევა და დამუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

წელს სანაპირო წყლების ბიოლოგიურ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებდა. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

ექსპედიცია შავ ზღვაში სანაპიროს გარემოსდაცვითი სტატუსის დასადგენად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: