თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.  ახალი საბავშვო ბაღი თამარის დასახლებაში 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შენობაში ახლა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებს აწყობენ. მთავრობის ინფორმაციით შენობის ფასადი გრანიტის ფილებით შეიფუთება, ეზოში კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.

მთავრობისვე ინფორმაციით, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 48 საბავშვო ბაღს აერთიანებს.

წყარო: მთავრობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან