ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

13-15 აპრილს ბათუმში  ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენა „EXPOMED BATUMI 2018” ჩატარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. ჩატარდება პრეზენტაციები, სადაც წარადგენენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს. ასევე, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორია კომპანია ,,Geonet Expo’, გაიმართება სასტუმრო „შერატონში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან