ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო.

ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები.

როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე?

გამჭვირვალე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სიურეალისტური, ვარსკვლავური მტვრისგან შექმნილი ნისლის ბურთები –  2017  წელს ჰაბლის მიერ 25 დეკემბრამდე გადაღებული საუკეთესო ფოტოები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა უცნაურ და მშვენიერ სამყაროში ვცხოვრობთ. ფოტოები ტელესკოპ NASA / ESA Hubble -ითაა გადაღებული.

 

1.NGC 7635-ის სახელით ცნობილი ნებულა. კასიოპეას თანავარსკვლავედიდან 8000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, ბურთი ვარსკვლავური მტვრისგან შედგება. ფოტო ამავე ტელესკოპის კოსმოსში გაშვებიდან 26-ე წლის აღსანიშნადაა გადაღებული.

ფოტო: NASA, ESA, Hubble Heritage Team

2. ახალწარმოქმნილი ვარსკვლავები.

ფოტო: ESA / Hubble & NASA

3. გიგანტური გალაქტიკა NGC 7049. დედამიწიდან 100 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

NASA, ESA and W. Harris – McMaster University, Ontario, Canada

4.გალაქტიკების გროვა. თითოეული ობიექტი ცალკე გალაქტიკაა, რომელიც მილიარდობით ვარსკვლავისგან შედგება.

ფოტო: NASA, ESA, and J. Lotz, M. Mountain, A. Koekemoer, & the HFF Team

5. დორადოს ჯგუფის სპირალური განლაგება. დორადოს თანავარსკვლავედი დედამიწისგან 40 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

ფოტო: ESA / Hubble & NASA, Flickr user Det58

6. ასობით ცისფერი ვარსკვლავის სადღესასწაულო პორტრეტი. R136 – ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავების წარმომქმნელი  ყველაზე დიდი რაიონი. ამ ახალდაბადებული ვარსკვლავებისგან ბევრს მზეზე 100-ჯერ მეტი მასა აქვს.

ფოტო: NASA, ESA, and F. Paresce, INAF-IASF, Bologna, R. O’Connell, University of Virginia, Charlottesville, and the Wide Field Camera 3 Science Oversight Committee

7.ორიონის თანავარსკვლავედის მტვერსა და გაზში გახვეული ცხენის თავის ნისლეული, რომელიც დედამიწისგან 1300 სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

ფოტო: NASA, ESA, and the Hubble Heritage Team, AURA / STScI

8.გალაქტიკა მბრწყინავი გულით. სპირალური გალაქტიკა NGC 1433 ჩვენგან დაახლოებით 32 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს სეიფერტის სახელით ცნობილ, აქტიური გალაქტიკის ტიპს მიეკუთვნება. მათ ძალიან ნათელი, კაშკშა გული აქვთ. კაშკაშაგულიანი გალაქტიკები ასტრონომების დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მათი ნაწილის შუაგულში შავი ხვრელია მოთავსებული.

ფოტო: Space Scoop / ESA / Hubble & NASA, D. Calzetti, UMass and the LEGU.S. Team

9.მისტიური მთები

ფოტო: NASA, ESA, M. Livio and the Hubble 20th Anniversary Team, STScI

10.გიგანტური გალაქტიკური ჰიბრიდი. გალაქტიკა UGC 12591, დედამიწისგან 400 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკაა და ბრუნავს ძალიან სწრაფად: 1,8 მილიონი კილომეტრით საათში.

ფოტო: ESA / Hubble & NASA

11. 2006 წელს ჰაბლი ჩვენი გალაქტიკის შუაგულში, 26 000 სინათლის წელიწადით შორს გაემგზავრა. სწორედ ამ შუაგულიდანაა გადაღებული ეს ვარსკვლავთგროვა. კადრზე ტელესკოპის მიერ ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული დაახლოებით 200 000 მილიონი ვარსკვლავია ასახული.

ფოტო: ESA / A. Calamida and K. Sahu, STScI and the SWEEPS Science Team / NASA

12.ნისლეული  PN M2-9. დაახლოებით 4000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწას. ნათელი მაგალითია ბიპოლარული პლანეტარული ნისლეულის, რომელშიც მთავარია არა ერთი ვარსკვლავი, არამედ ორი სისტემა ერთდროულად. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ნისლეული დროთა განმავლობაში იზრდება.

ფოტო: ESA, Hubble & NASA, Acknowledgement: Judy Schmidt

13. ბეჭდის ნისლეული. ოდესღაც წითელი, გიგანტური ცენტრალური ვარსკვლავი ძალიან დასუსტდა დროთა განმავლობაში და თეთრ ჯუჯა ვარსკვლავად იქცა.

ფოტო: NASA, ESA, and C. Robert O’Dell, Vanderbilt University

14. NGC 5256 გალაქტიკის წყვილი, რომლისგანაც 350 მილიონი სინათლის წელიწადი გვაშორებს.

ფოტო:ESA / Hubble, NASA

15. გალაქტიკები ვარსკვლავებს შორის. NGC 6791-ის ახლოხედი. კადრის მარცხენა, ზედა კუთხეში ვარსკვლავებს შორის ორი გალაქტიკაც მოჩანს მკაფიოდ.

ფოტო: NASA, ESA, and L. Bedin (STScI)

მეტი ფოტო


თეგები: | | |