საზაფხულო კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს სტრატეგიული კომუნიკაციის ამ დარგის წარმოშობის, არსის, პრაქტიკული განხორციელების ინსტრუმენტებისა და შეფასების მექანიზმების თაობაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სტრატეგიული მენეჯმენტის კომპონენტია, გამოიყენება ორგანიზაციული იმიჯის მართვისა და რეპუტაციული მენეჯმენტის წარმართვისათვის.
საზაფხულო სკოლის თითოეულ საგანზე დასწრება შეუძლიათ მსურველებს დროულად დარეგისტრირების შემთხვევაში. 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები შემდეგი მიმართულებით: სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (24 მაისი); მედიასთან ურთიერთობა და ინტერვიუს ტექნოლოგიები (30-31 მაისი); სოციალური მედიის მართვა (6 ივნისი); ღონისძიებების მენეჯმენტი (7 ივნისი); ბრენდინგი (13 ივნისი); კრიზისის მენეჯმენტი (14 ივნისი); პიარ კამპანიების ორგანიზება (20-21 ივნისი).
საზაფხულო სკოლის ტრენერებად მოწვეულნი არიან პიარისა და მარკეტინგის გამოცდილი სპეციალისტები: კახა მაღრაძე, სოსო გალუმაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, ანდრო მეტრეველი, ნათია სირაბიძე.
კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტებით, ასევე ამ სფეროს პრაქტიკული ნიუანსებითა და ჩვენს ქვეყანაში არსებული მიდგომებით.