27 უბნის მონაცემებით ბათუმში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

Comments Off on 27 უბნის მონაცემებით ბათუმში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში ამ წუთებში უკვე ოცდაშვიდზე მეტი უბნის მონაცემებია დათვლილია, მათ შორის: # 72, 88, 101, 5, 102, 5, 102, 57, 95 და სხვა უბნები. ამ დროის მონაცემებით... Read More

შსს: ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი თურქეთში დააკავეს

Comments Off on შსს: ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი თურქეთში დააკავეს

შს სამინსიტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია... Read More

„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“

Comments Off on „ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“

მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა პირველი კომენტარი გააკეთეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე ჯერ ვერ... Read More

თორნიკე რიჟვაძე: შეგვიძლია ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტება მივულოცოთ

Comments Off on თორნიკე რიჟვაძე: შეგვიძლია ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტება მივულოცოთ

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად „ქართული ოცნების ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. წინასწარი შედეგების გამოცხადებას მმართველი პარტიის და აჭარის მთავრობის წევრები საარჩევნო შტაბში ელოდნენ,... Read More

ბათუმის 26-ე უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

Comments Off on ბათუმის 26-ე უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. ორგანიზაცია “ახალი ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის, ლამარა დუმბაძის თქმით, ის საარჩევნო უბანზე მარკირებული ამომრჩევლების ხელახლა შესვლას აპროტესტებდა. “ადამიანები, რომლებსაც მარკირება გავლილი ჰქონდათ,... Read More

დამკვირვებელი: თავმჯდომარემ უბანზე მარკირებიანი პირები შეუშვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა

Comments Off on დამკვირვებელი: თავმჯდომარემ უბანზე მარკირებიანი პირები შეუშვა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი კახა ჯაიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმის 26-ე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის მიცემას. „მე ვთხოვდი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ამაზე მოეხდინა რეაგირება და არჩევნები კანონის ფარგლებში... Read More

ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები

Comments Off on ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა [68... Read More

ბათუმის #64 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც მარკირების კვალი ჰქონდა

Comments Off on ბათუმის #64 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც მარკირების კვალი ჰქონდა

ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას. საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც... Read More

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები

Comments Off on აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია, რაც რაოდენობრივად 1 363493 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 38.1-მა პროცენტმა [54 766 ამომრჩეველი]... Read More

საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

Comments Off on საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა. ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი.... Read More

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

Comments Off on ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, დავით ოსეფაიშვილი გამოაძევეს. დამკვირვებელი ორგანიზაცია „მედიატორის“ სახელით იმყოფებოდა უბანზე. „მითხრეს პირად მონაცემებს იწერო, თუმცა პირად მონაცემებთან მე შეხება არ მქონდა, უბრალოდ ვახორციელებდი კანონით... Read More

წარწერა საარჩევნო უბნის შენობაზე

Comments Off on წარწერა საარჩევნო უბნის შენობაზე

ბათუმში, #15 საარჩევნო უბანს, შენობაზე “არა ნაცებს” დააწერეს. ეს საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზეა, სადაც ბსუ-ს ტექნოლიგიური ფაკულტეტია განთავსებული. კომისიის წევრების თქმით, წარწერა შენობაზე დღის განმავლობაში გაჩნდა. “ჩვენ აქ მოვედით შუაღამეს.... Read More

საარჩევნო უბანი დაცვის თანამშრომლით და ტელევიზორით

Comments Off on საარჩევნო უბანი დაცვის თანამშრომლით და ტელევიზორით

ბათუმის მე-15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს დაცვის თანამშრომელიც ესწრება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტელევიზორს უყურებს და კომისიის წევრებსაც აყურებინებს. მე-15 საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაშია განთავსებული.... Read More

შსს: მკვლელობა ქობულეთში წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება

Comments Off on შსს: მკვლელობა ქობულეთში წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება

ქობულეთში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს. „გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა... Read More

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

Comments Off on საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. „ბ​ათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ... Read More

ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

Comments Off on ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29-ე უბანზე დღეს „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ დროს ჰქონდა ადგილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 162 პრიმა მუხლით – კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო... Read More

ქობულეთში 45-წლამდე კაცი მოკლეს

Comments Off on ქობულეთში 45-წლამდე კაცი მოკლეს

დღეს, 28 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. „მკვლელობა მოხდა ჩაისუბნის ცენტრალურ გზაზე. გარდაცვლილია 44-45 წლის კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მეზობლებმა გაიგონეს სროლის ხმა და მივიდნენ.... Read More

ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

Comments Off on ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. კადრები, რომლებიც ენმ-მ ბრიფინგზე წარმოადგინა, გადაღებულია ქუჩის... Read More

რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

Comments Off on რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს. ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს. „დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას.... Read More

ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი

Comments Off on ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია. აჭარაში ამამრჩევლთა აქტივობა მაღალია, 12 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 19.3-მა პროცენტმა  ქედაში – 20.9-მა... Read More

ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი მოწერილი დახვდა

Comments Off on ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი მოწერილი დახვდა

ენმ-ს ინფორმაციით, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა. ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, სხვა ამომრჩეველს შეეშალა გრაფა და სხვის გრაფაში მოაწერა ხელი.... Read More

ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

Comments Off on ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს. „კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების... Read More

ბათუმში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია [ფოტო]

Comments Off on ბათუმში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია [ფოტო]

დღის 12 საათისთვის ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგები გაჩნდა. ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლები ელოდებიან, როდის მიეცემათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო მიღალია,... Read More

აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

Comments Off on აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი. აჭარაში ამომრჩევლთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.3-მა პროცენტმა  ქედაში –... Read More

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

Comments Off on ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს. როგორც ადგილზე ამბობენ, კოორდინატორს სია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა წაართვა. საარჩევნო უბანთან იმყოფება „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი და, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრი... Read More