ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დღეს, 27 მაისს, დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ. ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილ ქალი ორი შვილის დედაა. დანაშაულის ადგილზე …
Tag Archives: შსს
შსს: ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, …
Continue reading “შსს: ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
შსს: ზარი მესამეკლასელი გოგონას მობილურზე „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება
ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მესამეკლასელი ბავშვის მობილურზე უცხო ზარი 21 მარტს განხორციელდა. არასრულწლოვნის მშობელმა უცხო ზართან დაკავშირებით გამოძიებას მიმართა, რადგან მშობლის თქმით, შესაძლოა ამ ზარს კავშირი ჰქონოდა საშიშ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“. დღეს, 24 მაისს, შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უცხო ზარი არასრულწლოვანი გოგონას მობილურზე შემთხვევით განხორციელდა და „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება. „გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ზარის …
Continue reading “შსს: ზარი მესამეკლასელი გოგონას მობილურზე „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება”
თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს
ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“ „რესპუბლიკური პარტიის“ …
Continue reading “თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს”
ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა
413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით. ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა. ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება …
Continue reading “ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა”
მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – ავარია ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის გზაზე ავტომანქანა ფეხით მიმავალ ქალს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 19 მაისს მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაზარალებული „მედინაში“ გადაიყვანა, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ …
Continue reading “მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – ავარია ხელვაჩაურში”
პოლიცია შვიდი დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებს
პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გიგა გოგიტიძეს ერთი კვირაა ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. თუ შეამჩნევთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 08 05 48
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის 12 მაისს ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ასევე ორი პირი გამოკითხა. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს …
Continue reading “ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს”
ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი
დღეს, 12 მაისს, ბათუმში „კარფურთან“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია. __________ სალომე გერძაძის ფოტო
შსს: ბათუმის აქციის დროს დაკავებული სამივე პირი გათავისუფლებულია
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს ბათუმის აქციის სამივე მონაწილე, რომლებიც ცოტა ხნის წინ დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, ხოლო ორი – ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე. დღეს, 12 მაისს, ბათუმში ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამი პირი – მარიამ ბეჟანიშვილი, კობა სურმანიძე და გიორგი ბოლქვაძე დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ბათუმში საბურავის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი – ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში მოქალაქის კუთვნილი „INFINITI“-ს მარკის ავტომობილიდან …
Continue reading “პოლიციის ცნობით, ბათუმში საბურავის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს”
შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი; ოთხ თვეში ამოღებულია 8 კილოგრამამდე ჰეროინი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული …
Continue reading “შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი; ოთხ თვეში ამოღებულია 8 კილოგრამამდე ჰეროინი”
ბათუმში ორ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, რომლებსაც ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს, 7 მაისს, დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიყვანეს. ერთი ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მეორე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქვეითები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი …
შპრიცები ბათუმის სანაპიროზე – ფოტოამბავი
ეს ფოტოები ბათუმელმა ლევან სამსონაძემ 4 მაისს გადაიღო ბათუმში, თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან, პლაჟზე. ლევანი ამბობს, რომ რამდენიმე წელია პლაჟზე და, ზოგადად, ქალაქში, დანაგვიანებულ ადგილებს საკუთარი ინიციატივით ალაგებს, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ – მეგობრებთან ერთად. ეს შპრიცებიც საკუთარი „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მოაგროვა და ფოტოები გადაუღო. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზოგიერთი შპრიცი უფრო ძველია, ზოგი – …
ავარია ქედაში – დაიღუპა ხუთი ადამიანი
დღეს, 5 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიას ხუთი სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. “დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა ავარია. ათი წუთის მომხდარი იყო შემთხვევა, მე რომ გავიარე. დიდ, კარიერზე რომ მუშაობენ, ისეთ მანქანაზე იყო შეჯახებული ძველი მერსედერსი. თქვეს, რომ მანქანაში ყველა გარდაცვილი იყო. არ …
სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ
სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ახალშობილის ცხედარი პლაჟზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი ხელვაჩაურში, ქურდობა დღისით თვითმხილველების თვალწინ – „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაადგინა გამოძიებამ ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რაც ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში მოხდა. სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით …
Continue reading “სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ”
ბათუმელი ახალგაზრდა სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი, რომელიც 29 აპრილის ღამეს კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ ის ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან, თუმცა მისი სიკვდილის ფაქტი ნეტგაზეთს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზის პროცესი. როგორც „ნეტგაზეთს“ გარდაცვლილთან დაახლოებული პირები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი იმ ღამით ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, სახლში …
Continue reading “ბათუმელი ახალგაზრდა სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა”
ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ ციხისძირიდან ხის გადატანის დროს …
Continue reading “ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო”
შსს: ბოლო ერთ თვეში 148 უკანონო იარაღია ამოღებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს; 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს: [crosslist] ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12 კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73 ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – …
Continue reading “შსს: ბოლო ერთ თვეში 148 უკანონო იარაღია ამოღებული”
დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს
ლერმონტოვის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დღისით, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ახალგაზრდა კაცი პირველ სართულზე ნანა ბ.-ს ღიად დატოვებულ ფანჯარაში გადაძვრა და იქედან საფულე წაიღო. საფულეში დაახლოებით 520 ლარი იყო. “მეზობლებმა დამირეკეს, გადმოხტა შენი ფანჯრიდან ვიღაც და გაიქცაო… ისინი ეზოში ისხდნენ, როცა ქურდი მოვიდა, ჯერ კარი მოსინჯა და დაკეტილი რომ დახვდა, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა. მეზობლებმა …
Continue reading “დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს”
ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც …
შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. …
Continue reading “შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო”
შსს: დანაშაულის დაფარვისთვის სანქციები მკაცრდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით კი, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სანქციები მკაცრდება, პარლამენტში შსს-ს მიერაა ინიცირებული. „კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო …
Continue reading ” შსს: დანაშაულის დაფარვისთვის სანქციები მკაცრდება”
ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში იპოვეს
15 წლის გოგოს ბათუმში ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდი 20 აპრილს სკოლაში წავიდა, თუმცა იქ არ მისულა. შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბათუმელი მოზარდი დღეს იპოვეს. იგი თბილისში, მეგობართან იმყოფებოდა. ___________ მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.
ბათუმში, ზღვისპირას, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
22 აპრილს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვისპირას, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედართან კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.
ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბათუმში, თბილისის მოედანზე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხური გაქურდეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში
21 აპრილს ბათუმშ, მარათონი – THE GREAT BATUMI NIGHT RACE გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც 21 აპრილს ბათუმში,19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა დაშვებული არ იქნება: შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი; შოთა რუსთაველის გამზირი; გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე); პორტის შესახვევი; ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას …
Continue reading “რომელ ქუჩებზე აიკრძალება ავტომანქანით მოძრაობა 21 აპრილს, საღამოს, ბათუმში”
გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში 126 პატრულ-ინსპექტორი მუშაობს, მათგან მხოლოდ ხუთია ქალი. ეს მონაცემები ბოლო სამი წელია თითქმის არ შეცვლილა, აქ მხოლოდ 2016 წელს მუშაობდა ოთხი ქალი პატრულ-ინსპექტორი. ქალი-ინსპექტორების რაოდენობა მცირეა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2048 პატრულ-ინსპექტორიდან მხოლოდ 71 ქალია. …
Continue reading “გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი”
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის საქმე – პროკურატურას სასამართლოში მოწმე ვერ მიჰყავს
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას პროკურატურა ორ ახალგაზრდა ბიჭს ედავება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან. პროცესზე პროკურატურამ ვერც მოწმე წარმოადგინა. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გასულ წელს გაქურდეს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისში. აპარატიდან დაახლოებით 2 ათასი ლარის გატანა კონკრეტულმა პირებმა ღამის საათებში ისე მოახერხეს, რომ სამართალდამცველებს ამის შესახებ არ გაუგიათ. …
მშობელი: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ – გამოძიება ძალადობის მუხლით
„როცა ბაღში მივედი, შვილი ატირებული დამხვდა. მითხრა, გამაშიშვლეს, სხვები მიყურებდნენ და შემრცხვაო… ჩემს შვილს ბაღში წასვლა აღარ უნდა,“ – გვიყვება მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. მისი 5 წლის შვილი ბათუმის #14 საჯარო საბავშვო ბაღში დადის. მშობელი საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზის პროცედურას აღწერს, რაც ყველა საჯარო ბაღში ტარდება. მშობლის თქმით, ის თავად შეესწრო პროცესს, როცა ბავშვებს …
ნატოს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა
16 აპრილიდან პირველ მაისამდე საქართველოში ნატოს დღეები აღინიშნება. ნატოს დღეები წელს საქართველოში მეთერთმეტედ ტარდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. მან სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული 200-ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო. შსს-ს …
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
გუშინ, 15 აპრილის ღამეს, ბათუმში, ერთ-ერთი კარაოკებარიდან არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი გრძნობდა თავს შეუძლოდ. ერთ-ერთი მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, მოზარდები სხვადასხვა კოქტეილს სვამდნენ და, სავარაუდოდ, დასალევის მიღების შემდეგ გახდნენ შეუძლოდ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 15 წლის არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო …
ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბათუმში, ასათიანისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. „ერთი ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული,“ – ამბობენ სასწრაფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სამსახურიდან გაუშვეს პოლიციელები, რომლებმაც სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლი გაჩხრიკეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურიდან გაუშვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან იოსელიანი. ჩვენივე ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიციელებიდან რამდენიმემ ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, როგორც გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ნამდვილად მიმართა თუ …