ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს. ზესტაფონის რაიონული …

ავარია ქობულეთში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

დღეს, 14 სექტემბერს, ავტოავარიის შედეგად ქობულეთში 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, ორს კი – საშუალო სიმძიმის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-2 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც …

შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აგვისტოს თვეში აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი …

მშენებარე სტადიონიდან ჩამოვარდნილი კაცი რეანიმაციაშია

ახალგაზრდა კაცს, რომელიც გუშინ, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში იმყოფება. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულს გუშინ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მას სამი ნეკნი აქვს გატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და სხვა ორგანოები. „საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა პაციენტი კონტაქტურია“ – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, …

ბათუმში ესტაკადაზე ავტომანქანა ბოძს შეეჯახა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის პორტთან მდებარე ესტაკადაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში ესტაკადა 2018 წლის 7 ივლისს გაიხსნა: ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: [crosslist] იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, …

ხულოში, სოფელ ბეღლეთში, მეჩეთი გაქურდეს

ხულოში, სოფელ ბეღლეთში მდებარე მეჩეთში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. „დღეს მეათე დღეა, რაც ეს მოხდა. ღამის ლოცვა 10-ის 15 წუთზე იყო იმ საღამოს. ლოცვის მერე კარი არ იკეტება, იქნებ ვინმე იყოს გამვლელ-გამომვლელი. დილის ლოცვაზე რომ მივედი, კარი ღია იყო, შესასვლელში, სადაც ხალიჩაა, ნაკვალევი იყო, შესაწირ ყუთთან, ჯორკოზე მავთული იდო, …

სხალთის ეპარქია: ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ორი ეკლესია გაქურდეს. სხალთის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ტაძრებში ქურდი ფანჯრიდან გადავიდა. ტაძრებიდან შესაწირი ყუთები წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება ტაძრების გაქურდვის შესახებ პოლიციაში დღეს შევიდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის. მთავარ ფოტოზე: ხულოს …

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმის #1 სამმართველოს  და #6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ …

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ფოტოამბავი]

დღეს, 7 სექტემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

გურიაში პატრულ-ინსპექტორი კანაფის მოყვანისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების …

შს სამინისტროს კანონპროექტი – სად იკრძალება მარიხუანას მოწევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: [checklist] საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვნის თანდასწრებით სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა …

ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

შსს: ბათუმში დაკავებულია ყოფილი სიძის დაჭრაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით …

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. სასწრაფოს ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით 40 წუთის წინ მიიღეს. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. „ქალი თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და …

შსს-მ შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი აამოქმედა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის …

შსს: ავტომანქანის მფლობელს შეუძლია მობილურის ნომერი დისტანციურად შეცვალოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. „დღეიდან [31 აგვისტოდან] ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 0322 41 …

შსს მძღოლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების სისწორე – ვიდეოჯარიმა

შსს მოუწოდებს მძღოლებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში. „მხოლოდ ამ შემთხვევაში არის …

ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 250 ლარით დაჯარიმდება.  

ჩაქვში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დაბა ჩაქვის ცენტრში დღეს, 28 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. „დაშავებური იყო კონტაქტური და გადაყვანილია საავადმყოფოში. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.  

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. „ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე …

უცნობი ნივთიერებით სავსე ბიდონი შავ ზღვაში – დაწყებულია გამოძიება

26 აგვისტოს, საღამოს, შეკვეთილში „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, თაზო კუპრეიშვილმა ზღვაში მოტივტივე ლურჯი ფერის ბიდონი შენიშნა და ნაპირზე გამოიტანა. „ბიდონი სავსე იყო და მასზე ეწერა, რომ მასში იყო ჟანგის მოსაშორებელი, საშიში სითხე. მეგობარმა, რომელიც მახლდა, თქვა, რომ ეს იყო ტოქსიკური სითხე, რომელსაც გემზე იყენებენ სპეცაღჭურვილობით, რადგან მისი შეყნოსვა და კანზე მოხვედრა არ შეიძლება. 112-ს დავუკავშირდით,“ – ყვება …

ბათუმში კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დადგენილია

25 აგვისტოს, საღამოს, ბათუმში კაცი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ის კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა. სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს წელის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ამ დროისთვის დაჭრილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინციდენტი მელიქიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოჰყვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მისი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში …

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული ე.კ. სარფში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების …

შსს: ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. „სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 …

შსს: ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 23 აგვისტოდან, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. „აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ …

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი რამდენიმე დღეა, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა და აჭარის პოლიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაც განახორციელა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილმა ახალი კადრი დანიშნა თავის ერთ-ერთ მოადგილედ. ეს შტატი ამ დრომდე ვაკანტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოადგილედ ირაკლი ჭედიშვილი დაინიშნა. მის მიერ 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ამ …

შსს-ში აცხადებენ, რომ ახალშობილის 1000 ლარად გაყიდვის ფაქტზე დედა-შვილი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი …

ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გრიბოედოვის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, ის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს მოტეხილი აქვს ხელი და იდაყვი. ტურისტი სომხეთიდანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის უფროსად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. კონსტანტინე ანანიაშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2016 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან …

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ქერჩის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 6 435 136 ლარია. „პროექტის პირველადი ღირებულება 6 435 136 ლარია, …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარია თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 7:00 …

ბათუმში მასაჟის სალონების 12 მფლობელი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 1000-1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მასაჟის სალონების 12 მფლობელი. მათ პროკურატურა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავებოდა, თუმცა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე პროკურატურამ დაკავებულებთან  საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მასაჟის სალონის თორმეტივე მფლობელმა დანაშაული აღიარა და პროკურატურამ მხოლოდ მათი დაჯარიმება გადაწყვიტა. ბათუმში მასაჟის სალონების მფლობელების დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ …

შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ქერჩის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 6 435 136 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება. კორპუსების მშენებლობა კი  ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

მემედ აბაშიძის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბექსთეიჯი“ გატეხეს. მაღაზიაში შესვლა დამნაშავემ სავარაუდოდ ვერ მოახერხა, შესაბამისად, მაღაზიიდან არაფერი წაუღიათ. მაღაზიაში ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. „დილით, როცა მოვედი, მაღაზიის ვიტრინა ჩატეხილი დაგვხვდა. სხვა არ ვიცი, რა მოხდა,“ – ამბობს მაღაზიის მენეჯერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას …

4 პირი „ქურდული სამყაროს წევრობის“ და „ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს. ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, …

Exit mobile version