ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში. „ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული …

აჭარაში H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში 48 წლის ქალის  H1N1 ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურდა. მიმდინარე სეზონზე ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარაში ექვსამდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ვირუსის გავრცელების დინამიკა იკლებს, შემცირდა ამბულატორიული მიმართვიანობაც. აჭარაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის 108 პაციენტი მკურნალობს სხვადასხვა ჰოსპიტალში. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის …

H1N1 – 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონზე აჭარაში H1/N1 ვირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან ხუთი პაციენტი ვერ გადაარჩინეს. ცენტრში განმარტეს, ასევე, რომ აჭარაში გრიპის გავრცელების სტატისტიკა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, ჰოსპიტალურ სექტორში ისევ ორასამდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 20 პაციენტია მოთავსებული.  ბოლო დღეებში შემცირებულია ამბულატორული მიმართვიანობა. გრიპის გავრცელების მონაცემებს მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის …

სად მიიღებთ „ტამიფლუს“ უფასოდ აჭარაში – პრეპარატი რეცეპტით გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ბათუმში: [checklist] აფთიაქი „ფარმადეპო“, მის: ინასარიძის ქ. N14 აფთიაქი „ჯი-პი-სი“, მის: გორგილაძის ქ. N66 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: ჭავჭავაძის ქ. N 46 [/checklist] ქობულეთში: [checklist] აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 4 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: …

უფასო „ტამიფლუ“ აფთიაქებში ჯერ არ არის – H1N1

 საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრომ მოქალაქეებისთვის უფასოდ გადასაცემად აფთიაქებს „ტამიფლუ“  ნაწილობრივ უკვე გადასცა. PSP-ში გვითხრეს, რომ პრეპარატი სამინისტროსგან უკვე მიიღეს, თუმცა ქსელში ჯერ არ გადაუნაწილებიათ, გადაცემული ანტივირუსული პრეპარატის გადანაწილება უკვე დაწყებულია და ხვალ საღამოს წამალი აფთაქებში PSP -ს მომხმარებლისთვის უკვე მისაწვდომი იქნება. „ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ ინფორმაციით კი, მედიკამენტს სამინისტროსგან ჯერ კიდევ ელოდებიან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანტივირუსული …

დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველასთვის უფასოა – გრიპის სეზონი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ის რისკ ჯგუფში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში …

დავით სერგეენკო: „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკის ჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. „ბოლო დღეებში  ნათელი გახდა, რომ  მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც [მათთვისაც, ვინც არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფებში] ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის …

H1N1 – ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ხუთამდე გაიზარდა

11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით კიდევ ერთი პირი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია. ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი. ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 პირია გარდაცვლილი. საქართველოს …

გრიპით ამ დროისთვის საქართველოში 15 პირია გარდაცვლილი

დღეს ბათუმში  შუახნის კაცი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს ასევე  27 წლის კაცი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ორივე შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 ვირუსი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ამ დროითვის ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით საქართველოში   H1N1 ვირუსით  15 პირია გარდაცვლილი .

გრიპის მაჩვენებელი აჭარაში 2019 წლის პირველი კვირის მდგომარეობით

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვირის მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 391-ს შეადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლების გრიპის ვირუსის გავრცელების სეზონთან მიმართებაში ბევრად ნაკლებია. საზოგადოებრივი ცენტრის მონაცემები  წინა წლების მონაცემებთან შედარებით ასე გამოიყურება: ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ეპიდემიის ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება.

იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე

ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა …

აჭარაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს

8 იანვრის მდგომარეობით აჭარაში, სხვადასხვა საავადმყოფოში გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან ოცი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ  მონაცემების ზრდას გარკვეულწილად სიფრთხილეც განაპირობებს, თუ ადრე მოქალაქე ვირუსის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართვდა ექიმს, ახლა  მათი უმეტესობა ამჯობინებს მდგომარეობის სირთულე ექიმთან გადაამოწმოს. „სხვა დროს ადამიანმა შეიძლება ფეხზე გადაიტანა გრიპი, არ მიმართა ექიმს, სკოლაში მაინც …

გრიპის ვირუსი – სერგეენკო „ტამიფლუს“ დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 5 იანვარს, [17:00 საათი] გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დეფიციტი შეიქმნა პრეპარატ „ტამიფლუზე“. ეს პრეპარატი გამოიყენება H1N1 ვირუსის, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სამკურნალოდ. სერგეენკომ თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, ვისზეც “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. დავით სერგეენკოს თქმით, „10 იანვარს შევსება შემოვა, თუმცა ამ პერიოდის …

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს. პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი …

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“. სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი …

სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის: „ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა“. მინისტრის განმარტებით, დაავადების რაოდენობას კვირაში ერთხელ 100 000 მოსახლეზე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია ვირუსის გამოვლენის 277 შემთხვევა. ეპიდემიის ზღვრად კი 450-500 შემთხვევა ითვლება: „თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 300 იქნება თუ 500, …

H1N1 – სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველები „ღორის გრიპის“ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტრო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის – H1N1 [იგივე ღორის გრიპი] საწინააღმდეგო მედიკამენტს, „ტამი ფლუს“ უფასოდ გასცემს. მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობამ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიაკითხოს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტს …

H1N1 ვირუსით აჭარაში წელს ოთხი პირი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით, გრიპის მიმდინარე სეზონზე, აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, წელს სამ დღეში კი სამი პირი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით ეს ინფორმაცია ლაბორატორიულად დადასტურებულია. ამავე ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დღეს, მათ შორის პირველ და ორ იანვარსაც, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევები H1N1 – ვირუსს, ამის გასარკვევად ჯანდაცვის ცენტრში ლაბორატორიული კვლევების შედეგებს …

გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 29-30 დეკემბერსაც (შაბათ-კვირა) გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მიიღებენ 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე. სამინისტროს ცნობით, „საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება“. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს …

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. „პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი …

აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 7 ფაქტია დადასტურებული

აჭარაში, გრიპის მიმდინარე ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით გარდაცვალების მე-7 შემთხვევა 15 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაცვლილია ხანდაზმული, რომელიც H1N1 დიაგნოზით ბათუმის ერთ-ერთ სტაციონარში იყო მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი. 7 …

აჭარაში H1N1-ით მამაკაცი გარდაიცვალა

35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გრიპის ვირუსითან დაკავშირებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური პოლიკლინიკები ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00 -დან 21 …

Exit mobile version