28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო …
Continue reading “ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა”