რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

რა კავშირია ბარიატრიულ ქირურგიასა და დიაბეტის მკურნალობას შორის

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით პოპულარულია. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია გარდა ზედმეტი წონის მნიშვნელოვანი კლებისა, დადებითად აისახება სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობაზე, მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, ალექსანდრე ცირეკიძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაშიც არიან პაციენტები, რომლებსაც ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაურეგულირდათ ტიპი …

როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით

არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. ჭარბი წონა თავის მხრივ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია და ა.შ. წონის კლების არაინვაზიური მეთოდები, რომელთა შორისაა კუჭის ბალონირებაც, განიხილება მაშინ, როცა ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად უშედეგოა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, …

რატომ არის საზიანო ღამით ჭამა და როდის იწვევს ჭარბი წონა ენდოკრინულ დარღვევებს

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. ამავდროულად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ჭარბი წონა შესაძლოა თავად იყოს ორგანიზმში უკვე არსებული დარღვევების გამოვლინება. ქალბატონო თეონა, შეიძლება თუ არა ჭარბი წონა გახდეს ენდოკრინული პრობლემების მაპროვოცირებელი? თუ ის თავად წარმოადგენს უკვე არსებული დარღვევის სიმპტომს? როცა ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს სხეულში, ანუ …

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ. ანგარიშის მიხედვით, ეს …

როგორ ხდება წონის კლება კუჭის ბოტოქსის საშუალებით | ექიმის რჩევები

ბოტოქსის ინექცია, როგორც წესი, სახის ნაოჭების შემცირებასთან ასოცირდება, თუმცა ბოტოქსის ინექცია ასევე წლებია აქტიურად გამოიყენება მედიცინაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი და შაკიკი. ბოლო წლებში ბოტოქსის ინექციები მედიცინაში წონის დასაკლებადაც გამოიყენება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე განმარტავს, რომ ბოტოქსის ინექციები ადუნებს კუჭის კუნთს და აჭიანურებს კუჭიდან ნაწლავებში მიღებული საკვების …

რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას

კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად. ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამ თემაზე „ბათუმელები“ კლინიკა „ავერსის“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის კოორდინატორს, კახაბერ ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ბატონო …

რა არის საჭირო დიეტასთან ერთად წონაში დასაკლებად – ექიმის რჩევები

სიმსუქნე და ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რადგან იგი ჯანმრთელობის სხვა, მძიმე გართულებების მიზეზიც ხდება. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიოვასკულური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ჭარბ წონასთან საბრძოლველად თვითნებურ დიეტას დღემდე ხშირად მიმართავენ, თუმცა ამით ბევრი ადამიანი  იზიანებს ჯანმრთელობას. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, …

კოვიდით სიკვდილიანობა მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ჭარბწონიანია – ანგარიში

კოვიდით სიკვდილიანობა 10-ჯერ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ზრდასრულთა უმეტესობა ჭარბწონიანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა გარდიანი აქვეყნებს. 2,5 მილიონიდან დაახლოებით 2,2 მილიონი პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა ჭარბწონიანობის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, წერია სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის მოხსენებაში. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და იტალია, სადაც მოზრდილების 50% -ზე მეტს ჭარბი წონა აქვს, სიკვდილიანობის ყველაზე მეტი პროცენტი …

11 და 13 წლის მოზარდებში ალკოჰოლით თრობის მაქსიმალური მაჩვენებელი საქართველოშია – ჯანმო

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევაში 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობის მხრივ არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობა …

Exit mobile version