„თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანა იმპორტიორებს უფრო იაფი დაუჯდებათ, რაც ქვეყანაში შეამცირებს მოსახლეობისთვის წამლების ფასებს“ – ეს დაპირება საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღეს. დღეისათვის თურქეთიდან 80 დასახელების მედიკამენტი შემოდის და მათი ფასები თურქეთში არსებულ ფასებს ემთხვევა. ეს მედიკამენტები ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და საკმაოდ დიდ შეღავათსაც იღებენ მოქალაქეები. თუმცა გაცილებით დიდია იმ მოქალაქეთა …
Tag Archives: წამლების ფასი
რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია
მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების …
Continue reading “რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია”
გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ
„როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები? თურქეთი, რომელიც ახლაც გვაწვდის მედიკამენტების 25 %-ს, უცებ გადაწყვეტს, რომ უნდა მოგვაწოდოს უფრო იაფად? ვინ გადაუხდის კომპანიებს ამ სხვაობას? წარმოიდგინეთ, ვარ კომპანია, რაღაც მედიკამენტს ვაწარმოებ, რომელსაც საქართველოში ვყიდი 20 დოლარად. უცებ მეუბნებიან ათ დოლარად უნდა გაყიდო. რატომ უნდა გავყიდო ათ დოლარად? ვინ იქნება დისტრიბუტორი ამ მედიკამენტების?“ – ეს და …
Continue reading “გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ”
ღარიბაშვილი წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ საუბრობს
„მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გააცნო და დღეს, 12 ნოემბერს, ეს საკითხი ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს. „უკვე წლებია ასე …
Continue reading “ღარიბაშვილი წამლების სიძვირეზე წელს უკვე მეოთხედ საუბრობს”
ღარიბაშვილი წელს მესამედ ამბობს, რომ წამლები ძალიან ძვირი ღირს
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოში მედიკამენტების გაზრდილ ფასზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. „ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და …
Continue reading “ღარიბაშვილი წელს მესამედ ამბობს, რომ წამლები ძალიან ძვირი ღირს”
ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა წამლების ფასია | NDI-ის გამოკითხვა
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მედიკამენტების მაღალ ფასს მიიჩნევს. გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის გაცემა შეეძლოთ. გამოკითხულთა ხმები პროცენტულად ასე ნაწილდება: 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია; 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა პანდემიის სხვადასხვა გამოწვევაა; 16 პროცენტი …
Continue reading “ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა წამლების ფასია | NDI-ის გამოკითხვა”
რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდინება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“. 22 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამალზე ფასების დაწევა „მხოლოდ …
Continue reading “რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე”
წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები? თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით: პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, …
Continue reading “წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში”
ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტს ოჯახები წამლების შესაძენად ხარჯავენ
„იუნისეფის“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ჯანდაცვის ხარჯები მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (ტრანსპორტის ხარჯის ჩათვლით), ექიმებთან ვიზიტს, სამედიცინო პროცედურებს, ქირურგიულ ოპერაციებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, მშობიარობას, მედიკამენტების შეძენას და ა.შ. ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს „იუნისეფი“ კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) …
Continue reading “ჯანდაცვის ხარჯების 69 პროცენტს ოჯახები წამლების შესაძენად ხარჯავენ”
მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე
საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია. საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იკვლევს ამ საკითხს და არც ზუსტი რიცხვია ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად თურქეთში. “წამლები, რომელშიც ჩემს …