მეწყერი ჩანჩხალოში – „სახლი დააზიანა, რაც გვიშრომია, ყველაფერი იქ დარჩა“

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში, მეწყერმა ბადრი დიასამიძის სახლი დააზიანა. ხუთსულიანი ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. „გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ. მისი თქმით, მეწყერმა მხოლოდ მისი სახლი დააზიანა. „მარტო ჩემი სახლი დაზიანდა, მარტო ვცხოვრობ იმ ადგილას. ფერდობი იყო გახეთქილი, წვიმები იყო ეს …

როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით

დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური  მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის …

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და  ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“  ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“  2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე …

სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

აჭარაში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოლოგიური პროცესები გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურდება. ერთ-ერთი გეოლოგიურად აქტიური სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება სოფელში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც სოფელში გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებები განხორციელდა. აფეთქების პარალელურად სოფლის მოსახლეობა აქ აქციებს მართავდა და …

სოფლის პეიზაჟი თამბაქოს ფოთლების ასხმით [ფოტო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში თამბაქოს მოშენება ისევ პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა გამომშრალი და დაჭრილი თამბაქოს ჩაბარების ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა. აქ ძაფზე აკინძულ თამბაქოს თითქმის ყველა სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე ნახავთ, მათ შორის მიტოვებულ სახლებზეც.

გზა სოფელ ჩანჩხალოში [ფოტოამბავი]

ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა. ადგილობრივების თქმით, აქ მეწყერი ერთი წლის წინ ჩამოწვა და მას შემდეგ გზა ჩახერგილია.   სოფელში ავტომობილები შემოვლითი გზიდან დადიან.

რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს. „ეს არ არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის …

ჰესი, გახიზნულები და დაკარგული წყალი სოფელში

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში გააქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს ადგილობრივები კვლავაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ამ დროისთვის, გაჩენილი ბზარების გამო, საცხოვრებელი სახლი ორმა ოჯახმა დატოვა, 14-მა ოჯახმა კი სასმელი წყალი დაკარგა. აქ ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აფეთქებები დაიწყო. 

ჩანჩხალო – კითხვები პასუხის გარეშე

 

უკანასკნელი სამი თვეა შუახევის სოფელი ჩანჩხალო საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს. მოსახლეობა სოფლიდან განსახლებასა და უსაფრთხოებას ითხოვს. ჩანჩხალოში „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი შენდება. სექტემბრიდან დღემდე სოფელში დაიბზარა სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობა ამ ყველაფერს გვირაბის მშენებლობის გამო წარმოებულ აფეთქებებს უკავშირებს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ბრალდებებს უარყოფს. „შუახევი ჰესი და მის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში“ – 5 დეკემბერს ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დისკუსია მოაწყო. ჩანჩხალოელებს ყველა პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის საშუალება სწორედ ამ დისკუსიაზე მიეცათ. 

შუახევიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში – დისკუსია

 

დღეს, 5 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მართავს დისკუსიას თემაზე  „შუახევიჰესი და მის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში“. 

ჩანჩხალოში შუახევი ჰესის მშენებლობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

 

24 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩანჩხალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია განაახლა და მშენებარე გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი ხელისუფლებისგან სოფლის გეოფიზიკურ-სესმოლოგიური მდგომარეობის ძირეულ  შესწავლას ითხოვენ.

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

 

ორი კვირაა შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. ბავშვები ჩანჩხალოდან ცხრა დღეა სკოლაში წასვლის ნაცვლად მშობლებთან ერთად აქციებს მართავენ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ დაეწყო „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა სოფლის ერთ ნაწილში. ადგილობრივთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქებების სერია დაიწყო, სახლები და სკოლა დაიბზარა. 

Exit mobile version