ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

8 მაისს ბათუმში, 19:00 საათზე, მოქალაქეები მარშს აანონსებენ – „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის!“ მარში დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების დედებიც. „ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულ პერიოდში თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საზოგადოებრივ კონსოლიდირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გავაგონოთ ხმა რეჟიმის მიერ დატყვევებულ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს ქალაქებში ვერავინ ჩაახშობს ხალხის …

ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს. მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“. „სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, …

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა. “გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს. პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგმეს. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ჟურნალისტებს. …

“გადადგეს ღარიბაშვილი” – ჟურნალისტების პროტესტი ბრიფინგზე მთავრობაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ტრადიციული ბრიფინგი დღეს, 13 ივლისს საპროტესტო აქციის  ფონზე დაიწყო. მას შემდეგ რაც სატელევიზიო სიგნალი პირდაპირ ეთერში გავიდა, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე მყოფი ჟურნალისტები ტრიბუნასთან მივიდნენ და საპროტესტო პლაკატები გაშალეს. კამერები დატოვეს ოპერატორებმაც და რამდენიმე წუთით მათაც ტრიბუნასთან დაიკავეს ადგილი. „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი“, „დაისაჯოს დამნაშავეები“ – ეწერა პლაკატებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს. …

„მოციქულები ქრისტეს მედიაა, ქრისტეს ჟურნალისტები“ – დეკანოზის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე

დღეს, 12 ივლისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეკანოზი ზაზა თევზაძე გამოვიდა სიტყვით. დეკანოზი მართლმადიდებლური ეკლესიის იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორისაა, რომლებიც ემიჯნებიან ძალადობას. „თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც მოვალე ხართ ეს მძიმე რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ …

ბათუმში დაპირისპირებაა – დააკავეს აქციის მონაწილეეები [LIVE]

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა, წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო მას შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის არიან ბაჩუკი ჩხეიძე და გიორგი კირთაძე, აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა, …

ჟურნალისტის თქმით, მას პარლამენტარმა ხელი ჩაარტყა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს ცემაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, დღეს, 12 ივლისს, დილით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების დროს დეპუტატმა მას ხელი ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. „ფერდში მკრა და მითხრა „წადი შე თხაო“, ორსაფეხურიან კიბეზე ვიდექი, აკო მინაშვილმა დამიჭირა, მაგრამ კარგად ჩამარტყა,“ – იხსენებს ჟურნალისტი. დილას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებმა ვასილ …

კუჭავა ხედავს ჟურნალისტების ტრაგიკულ მდგომარეობას, კობახიძე კი – მორალურ ფსკერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტს მოუწევს აქტიურად ჩაერთოს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დადგენაში. „მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის. ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. …

„მიზანი არის დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას“ – კობახიძე 11 ივლისის აქციაზე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციების უკან რადიკალური, ანტიქრისტიანული ჯგუფები დგანან. „ეს არის ყველანაირი წითელი ხაზების გადაკვეთა, ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა, საქართველოში უნდა დაისაჯოს პოლიტიკურად უმკაცრესად. ამის საშუალება მომავალში არავის არ უნდა ჰქონდეს და არც უნდა გაიფიქრონ. ჯერ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილზე თვეები იწერდნენ  ქულებს, …

ინგა გრიგოლია: „ტრიტრის“ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტები არიან შეკრებილნი, რომელთაც საშვების მიუხედავად დარბაზში არ უშვებენ. პარლამენტის წინაა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც შენობაში შეშვებას ითხოვს. „მაინტერესებს, რატომ მოგვიწყვეს სპეცოპერაცია მედიას. გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა, მედიას დაემუქრა? სახელმწიფო არის ჩამოშლილი. ამ …

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ – რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ. სხდომათა დარბაზში შესულებს შორის იყო ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი, თუმცა მანდატურის სამსახურმა ის სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას კითხვები ჰქონდა დეპუტატებთან. „ამათ ეშინიათ მედიის. კითხვების… ჩემი კოლეგები არიან ქვემოთ ახლა. იქ არის 5 ივლისი. გვინდა ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ …

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება – წულუკიანი

დღეს, 12 ივლისს,  ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, არ უნდა გეზიზღებოდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი განცხადებით, როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, „რომ ორი ამ დონის, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იყოს ვინმეს მიერ შესმენილი, რომ …

ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, შემაშფოთებელია – აპატურაი

„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიის პირობებში, უმცირესობები დაცულია; დაცულია მედია; დაცულია სიტყვის თავისუფლება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუცია ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი …

მოვუწოდებთ იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვების შესახებ. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი …

“განიხილება ზედოზირების ვერსიაც” – შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს. შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი. “პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა თავის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, …

დააკავებს თუ არა შსს ძალადობის მონაწილე მღვდლებს

შს სამინისტროს ვკითხეთ, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები ორი მღვდლის – დიაკონ ნიკოლოზ კუპრეშვილისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ. ეს ის ორი მღვდელია, ვისთვისაც გამოძიებას წესით კითხვები უნდა დაესვა: ერთ-ერთი მათგანი ღიად მოუწოდებდა ძალადობისკენ, მეორემ კი პირადად სცემა ჟურნალისტს, როგორც ამას დაზარალებული აცხადებს. ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისის …

როგორ გახდა საპატრიარქო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი – ფაქტები

2021 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც ჰომო და ტრანსფობიას უპირისპირდება, 1-5 ივლისს თბილისში „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზებას გეგმავდა. კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვა. „ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ჩვენი ხმა გავაგონოთ“, – აცხადებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრები. „თბილისი პრაიდის“ განცხადებიდან მალევე, 15 ივნისს, ახალდაფუძნებული პარტიის – „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა, …

მოძალადე ჯგუფები 40-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ – შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე დაარბიეს „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 38 წარმომადგენელი. მათ შორის არიან „რადიო თავისუფლების“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თორნიკე მანდარია, რომელსაც ჩამტვრეული აქვს კბილები. ასევე ნაცემია „რადიო თავისუფლების“ ოპერატორი დათო ქორიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის …

„ღირსების მარში დღეს არ შედგება“ – თბილისი პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს, 5 ივლისს, დაანონსებული „ღირსების მარში“ არ შედგება. „თბილისი პრაიდის“ სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიართემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და …

აღკვეთეთ საჯარო სივრცეში ძალადობა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. „მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და …

უგულავა პატრიარქს: „თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ“

დღეს, 5 ივლისს, თბილისში „ღირსების მარშია“ დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, აზიანებენ მედიასაშუალებების ტექნიკას და არბევენ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს. ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს ამ დრომდე [13:16] რამდენიმე პოლიტიკოსი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე …

Exit mobile version