53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ წარადგინა „ოცნებამ“. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ წარდგენისას, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. „განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა მან. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე …
Tag Archives: ქონება
პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლის ქართულ-ამერიკული ბაღი მოგების გარეშე
ნინო ბალავაძე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში მუშაობდა უფროს სპეციალისტად. ორივე თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან გასულ წელს, ხელფასის სახით, 32 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამავე პერიოდში, ანუ საჯარო სამსახურებში მუშაობის პარალელურად, ის კერძო სექტორშიც იყო …
Continue reading “პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლის ქართულ-ამერიკული ბაღი მოგების გარეშე”
როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება
რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო. „წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას …
Continue reading “როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება”
„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს
„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან. ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს. დაპირისპირება და-ძმას …
„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში
„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით. თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში …
რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი
მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი დაამტკიცა. ახალი წესი ძირითადად ეხება იმ სასოფლო მიწას, რომლის მესაკუთრე კომპანიის პარტნიორი უცხოელია და ეს მესაკუთრე ვერ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის საკუთრებაშია, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია ან …
Continue reading “რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი”
რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა
თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა შემოსავლები ჰქონდა. ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი …
მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის
ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება. „ეს არის საკუთრების უფლების …
Continue reading “მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის”
გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს
დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც შეეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო შეღავეთებისა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სარჩელი ქონებრივ და საგადასახადო კანონმდებლობაში ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა. „საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მაშინ, როცა სხვები ამ გადასახადს იხდიდნენ. …
Continue reading “გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს”
საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #820210618002246091(2-07) 08.01.2018, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ გამოცხადების თაობაზე. უპატრონოდ საცნობი ქონებაა 295 ცალი წაბლის სახეობის ფიცარი, საერთო მოცულობით 14,36 კუბური მეტრი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, თავიანთი უფლებების შესახებ უნდა განაცხადონ პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …
Continue reading “საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე”
საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …
Continue reading “საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე”
იყიდება სამ სართულიანი სახლი
იყიდება სამსართულიანი სახლი, 200 კვ.მ ფართობის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართით.
ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის. ერთ-ერთი კანონი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ეხება. დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ქონება ბიუჯეტის შევსებაში წაადგება ხელისუფლებას და 2 წლის განმავლობაში დეფიციტი აღარ ექნება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, როცა კორუფცია მძვინვარებს, …
Continue reading “ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება”
ქონების ჩამორთმევა სარფში
რამდენიმე წლის წინ აჭარის ხელისუფლებამ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე არსებული უსახური ნაგებობები აიღო. მაშინ ბევრი კაფე-ბარი დაანგრიეს და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ზოგიერთმა ოჯახმა დაზოგილი თანხებით აამოქმედა აღნიშნული ტიპის დაწესებულება და ისე დაუნგრიეს, არანაირი კომპნსაცია მათთვის არ მიუციათ. სოფელ კახაბერის მკვიდრი ჯემალ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია. მას ადლიის საბაჟო ტერმინალთან პატარა კაფე-ბარი ჰქონდა, …