აქტიური ქალების დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი მთავრობის ხელში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, მკვეთრად გადაიხარა ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული იდეოლოგიებისკენ. ამ პარტიამ, რუსეთის მსგავსად, გააძლიერა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ერთად ანტიგენდერული ნარატივი. ამას, როგორც პოლიტიკურ იარღას, ხელისუფლება მიზანმიმართულად იყენებს არამხოლოდ ოპონენტების მიმართ, არამედ საზოგადოების განწყობებზე სამანიპულაციოდ – ეს არაერთი ანგარიშითა თუ კვლევით დასტურდება. ქალების უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი, ნინა აგლაძე …

ბათუმში ხვალ ქალთა მოძრაობის მარში გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე,  ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გამართავს, რომელშიც მონაწილეობისკენ ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონპროექტის მიღება. მონაწილეები ბათუმში 14:00 საათიდან, საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) შეიკრიბებიან და 15:00 საათზე მარშით წავლენ ევროპის მოედნისკენ. „მოგმართავთ 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს – სოფლად და ქალაქად მცხოვრებ …

რუსული კანონი იმოქმედებს ყველაზე დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე – მიმართვა ნინო წილოსანს

„ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიციირებულ რუსულ კანონს” – წერენ ქალთა ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვაში, რომლის პირველი ადრესატი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანია. განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მომუშავე, ქალთა 80 ორგანიზაცია. „ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს …

„ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – სტერეოტიპები მძღოლ ქალებზე

„ქირავდება მანქანა – ქალები და უპასუხისმგებლო ხალხი ნუ დამირეკავთ” – ეს ერთდროულად სექსისტური და დისკრიმინაციული ტექსტი ერთ-ერთ ვებგვერდზე, გასაქირავებელი ავტომანქანის მეპატრონემ გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალ მძღოლს სტერეოტიპულად  უყურებენ. რა ქმნის შეხედულებებს, რომ ქალები კაცებზე ცუდი მძღოლები არიან, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საპირისპიროს მოწმობს?  მაგალითად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების დაზღვევის …

ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება 

„განათლების მიღება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. განათლება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას. ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და, მაგალითად, ისინი, ვისაც შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ აქვს,“ – მიიჩნევს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ნაცო მოგვიყვა, რომ ფემინისტური ხედვები მასში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის – პოლიტიკური მეცნიერებების სასწავლად ჩავიდა. ნაცომ განათლების პოლიტიკაზე …

დღეს ბათუმში ფემინისტური ფესტივალი იხსნება

  5-7 ივლისს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ბათუმში რიგით მესამე ფემინისტურ ფესტივალს გამართავს. ფესტივალის წლევანდელი თემა სოლიდარობაა და დაგეგმილი თითქმის ყველა ღონისძიება მასთან იქნება კავშირში. ფესტივალი დღეს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ინტერაქციული პანელით გაიხსნება, სადაც მომხსენებლები სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 17:00 საათიდან ფესტივალი ბათუმის ცენტრალურ (6 მაისის) პარკში გადაინაცვლებს, სადაც სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი: ფემინისტური …

ბათუმში ფემინისტური ფესტივალი „სოლიდარობა“ გაიმართება

5-7 ივლისს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ბათუმში რიგით მესამე ფემინისტურ ფესტივალს გამართავს. ფესტივალის წლევანდელი თემა სოლიდარობაა. ფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ თემას უკავშირდება. ფესტივალი 5 ივლისს, 15:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ინტერაქციული პანელით გაიხსნება, სადაც მომხსენებლები სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 17:00 საათიდან ფესტივალი ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლებს, სადაც სამივე დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი: ფემინისტური …

ფემინისტი მწერლების 10 ცნობილი წიგნი

2018 წლის თებერვალში  ბეტი ფრიდანის  „ქალურობის საიდუმლოს“ პირველი გამოცემიდან 55-ე წლისთავი აღინიშნება. ფრიდანი ლიბერალური ფემინიზმისა და ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის კლასიკოს ავტორადაა მიჩნეული. წიგნმა მნიშვნელოვანი  გავლენა მოახდინა  20-ე საუკუნის 60, 70-იან წლებში მეორე ტალღის ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე.  1. ბეტი ფრიდანი – „ქალურობის საიდუმლო” 1963 წელს გამოცემულმა წიგნმა ფემინიზმის პირველი ტალღის ძირითად გზავნილს, ქალთა საარჩევნო ხმის …

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი  ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …

„ფემინიზმის გამოღვიძება“ – წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ, ნენსი ფრეიზერის წიგნის „ფემინიზმის გამოღვიძება“ პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები იქნებიან ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრანტი გიორგი ჩუბუნიძე, რომელიც ფრეიზერის პუბლიკაციის მთარგმნელია და სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე. „ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“-ასეთ მძაფრს კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრაიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი“- სახელმწიფოს …

უფასო ფემინისტური გაზეთი „ქალთა მზერა” ბათუმში

მემარცხენე ფემინისტური ჯგუფის ,,ქალთა მზერის” გაზეთის პირველი ნომერი ბათუმშიც ვრცელდება. გაზეთი, რომელშიც ქალთა სოციალურ-პოლიტიკური უფლებების შესახებ არის საუბარი, მკითხველს შეუძლია მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” უფასოდ მიიღოს. ოთხგვერდიანი გაზეთის პირველ ნომერში წაიკითხავთ მასალებს ქალთა შრომითი უფლებებისა და ქალთა ჯანდაცვის სპეციფიკური საკითხების შესახებ. ასევე, ამონარიდებს საქართველოს შრომითი კოდექსიდან, სადაც წერია მეძუძური ქალებისთვის დამატებითი შესვენების, ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის …

ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა.   თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად …

ქალთა უფლებების მხარდამჭერ აქციას ბათუმიც შეუერთდება

 

კვირას, რვა მარტს, საქართველოს 25 ქალაქში დღის სამ საათზე ქალთა უფლებების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია “ქალთა მოძრაობა”. ორგანიზაცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოაწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.   

“იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა”

 

ინტერვიუ გენდერული კვლევების სპეციალისტ, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თანამშრომელ ეთუნა ნოღაიდელთან. 

Exit mobile version