ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება 

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ …

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ …

მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 …

შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …

ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან

ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას გეგმავს. მერიის გეგმას ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა.  თუმცა გეგმის განსახორციელებლად, საჭირო იქნება ქუჩის გაგრძელების არეალში მოქცეული კერძო საკუთრების გამოსყიდვა. თუ მერია რომელიმე მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვაზე ვერ შეუთანხმდება, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ “საქალაქო  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ მომზადებულია მოსაწყობი ქუჩის წინასწარი …

როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ. „ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა …

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის. ქვაფენილებს აყრიან, ასევე, ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებში [ლერმონტოვიდან თავდადებულის ქუჩამდე …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა დაიწყეს – აქ ასფალტს დააგებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში, უკვე გადაიკეტა. ამ ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. სამუშაოების გამო ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გადაიკეტება, თუმცა რა პერიოდულობით, მერიაში ვერ გვეუბნებიან: „ქუჩის მონაკვეთების გადაკეტვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე სამუშაოებზე“. ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში], ქვაფენილს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი

ბათუმში, ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ისევ ასფალტს დააგებენ. ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის დააგოს ასფალტის საფარი ფარნავაზ მეფის, ასევე ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე. ამ სამუშაოებისთვის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონ ლარს დახარჯავს. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ბათუმის ბუჯეტის პროექტში წერია. ბათუმის მერიაში თვლიან, …

Exit mobile version