2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. 2024 წელს პროგრამით სარგებლობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც შეეძლება. აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შშმ სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი …
Tag Archives: უშვილობა
უშვილობასთან ბრძოლის ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები
დამხმარე Რეპროდუქტოლოგიური საშუალებები გასული საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ეს ინოვაციური სამედიცინო მიმართულება უნაყოფო წყვილებს საშუალებას აძლევს, გახდნენ მშობლები. Ბათუმში 4 წელია ებრაულ-ქართული სამედიცინო ცენტრი BIRTH-ი დაარსდა, რომელიც პაციენტებს გინეკოლოგიურ და რეპროდუქტოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. Კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი ირინა ნიკურაძე გვესაუბრება ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებსა და პრევენციაზე. – ირინა ექიმო, გინეკოლოგიაში მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, მოგვიყევით, რას წარმოადგენს დამხმარე …
Continue reading “უშვილობასთან ბრძოლის ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები”
ბინა გავყიდე, რომ მკურნალობის თანხა მქონოდა – უშვილობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის უხილავი დიაგნოზი
44 წლისა ლეილა მესამე წელია პარტნიორთან ერთად უნაყოფობას მკურნალობს. ამბობს, რომ საამისოდ საკუთარი ბინის გაყიდვა მოუწია და მკურნალობის სამ კურსში 30 000 ლარზე მეტი დახარჯა. „ჩემ ირგვლივ უმეტესად სესხით მკურნალობენ. მე, პირადად, ბინა გავყიდე იმისთვის, რომ უფრო პატარა ბინა შემეძინა და მკურნალობის თანხა დამრჩენოდა. პირველ ჯერზე თბილისში ვიმკურნალე, უშედეგოდ. შემდეგ ბათუმში, ასევე უშედეგოდ, ახლა თურქეთში …
აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა
აჭარაში “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა. სამინისტროს ცნობით, უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით; დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა პროგრამის ამოქმედებისას 200 ათასი იყო, ახლა 300 ათასია. პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული …
ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად. ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [35–57%-ია], …
Continue reading “ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი”
უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ნაწილში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, თუ წელს ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები, მომავალი წლიდან პროგრამაში მონაწილეობისთვის სარეიტინგო ქულის ბარიერი 300 000-მდე აიწევს. მინისტრის …
Continue reading “უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება”
ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა
დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის კრიტერიუმები დაასახელეს. ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, წელს, ივლისიდან, პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო …
Continue reading “ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა”
ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ
აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. პროგრამა წელს ივლისის თვიდან პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს. როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის …
Continue reading “ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ”
აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 29 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამუშავდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ ამ მიმართულებისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა. „ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლებიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში …
Continue reading “აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე”
იწვევს კოვიდის ვაქცინა უშვილობას? – ჯანმოს განმარტება
ჯერ კიდევ ვაქცინის გამოჩენამდე გავრცელდა უამრავი მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებენ. მეცნიერების შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ანუ დაორსულების შესაძლებლობასა და ბავშვის გაჩენაზე. „ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე …
Continue reading “იწვევს კოვიდის ვაქცინა უშვილობას? – ჯანმოს განმარტება “