ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოში ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ეროვნული სტანდარტის (პროტოკოლი, გაიდლაინი) არ არსებობის გამო, აქ ეს სამედიცინო სერვისი არავისთვისაა ლეგალურად ხელმისაწვდომი. ამის გამო საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილი ჰორმონალურ თვითთერაპიას მიმართავს. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჰორმონალური მედიკამენტების მიღებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 20 წლის ნანიკა მეცხრე თვეა ჰორმონალურ თვითთერაპიაზეა, ბათუმში …

ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლად და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც წესი, კულტურულად უფრო კონსერვატიულია, რის გამოც შესაძლოა უფრო ნაკლები მიმღებლობა ჰქონდეთ მათ გვარსა და სანათესავოში ღიად გეი/ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.  ჩვენი რესპონდენტები, სულიკო და ანასტასია, იმ მძიმე ისტორიებს გვიზიარებენ, რაც მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო  გამოიარეს და რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბავშვობაშივე გაქცეულიყვნენ …

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად …

ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კულტურული ჩაგვრის პარალელურად, რომლის შედეგადაც ისინი ახალგაზრდა ასაკშივე ოჯახების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, საზოგადოებისგან იდევნებიან. მათი არსებობა და საჭიროებები სრულიად უხილავი რჩება სახელმწიფოსთვის.   25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დადუ კარა ამბობს, რომ სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები ტრანსი თემისთვის მხოლოდ „ფურცლებზე“ არსებობს. „სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდა არა. ჩვენ …

ჰომოფობი ჯგუფები ჩვენზე უკვე სახლებშიც ნადირობენ – ტრანსგენდერი ქალები

საქართველოში არსებული ჰომოფობიური ფონი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა, შიში გაამწვავა 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულმა “ღირსების მარშის” კონტრაქციამ, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი ორგანიზებული ჯგუფები, ლგბტ ადამიანების ძიებაში, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. პოლიციამ ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული და პოლიციის რესურსი ვერ ეყოფოდა უსაფრთხოებას. ლგბტ თემის წევრები, …

დააკავეს კაცი, რომელმაც ფიზიკურად შეურაცხყო ტრანსგენდერი ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე …

მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა …

„ვირუსის დაცვისგან ფიქრი ჩვენთვის ფუფუნებაა“ – ტრანსგენდერი ქალები პანდემიის დროს

„სამუშაო აღარ არის. რომ იყოს კლიენტი, მივიღებდი, მშიერი ვერ ვიქნები… ნაქირავებში ვცხოვრობ, საჭმელს „ხაზეიკა“ მაჭმევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 22 წლის ანა [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ტრანსგენდერი ქალია, სექსმუშაკად მუშაობს და ბათუმში ცხოვრობს. ტრანსგენდერი ქალები ლგბტქ თემიდან ყველაზე დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი სექსმუშაკობით ირჩენს თავს. პანდემიამდე და ახლაც ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას ოჯახთან …

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ მოწყვლადი თემის სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს. კვლევა: გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების …

რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლუსმა“ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანაავტორი, გენდერის სპეციალისტი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ კვლევის მთავარი ფოკუსი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე (იგულისხმება კერძო და უფასო სერვისები, რასაც საყოველთაო  დაზღვევის პროგრამა აფინანსებს).  კვლევა, რომელშიც 14 ტრანსგენდერი ადამიანი მონაწილეობდა, 2018 წლის  იანვარ-ივნისში ჩატარდა.  რესპონდენტების განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან  მწირია, განსაკუთრებით …

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008  წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა. – ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე …

Exit mobile version