ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან

ბოლო დღეებში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგით, მოზარდის თვითმკვლელობით დასრულდა. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სქესობრივი ძალადობისგან და რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგა ხატიაშვილს ესაუბრა. ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ …

„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“. ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც. …

ბათუმში კიდევ ერთი ახალშობილი მიატოვეს – ამჯერად კლინიკაში

დღეს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ [BMC] დედამ ახალშობილი დატოვა. 18 წლის გოგომ ორი დღის წინ იმშობიარა და კლინიკიდან დღეს, 17 თებერვალს გაეწერა. „დედამ უარი თქვა ბავშვზე. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან – სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებენ კლინიკაში. დღეს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი იპოვეს. …

როცა 12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს, სახელმწიფო კი ისევ დუმს სქესობრივ განათლებაზე

12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა. ფაქტი გუშინ, 23 ნოემბერს, დაფიქსირდა თბილისში; მანამდე, სამი დღით ადრე, 14 წლის გოგოს მამამ სასტიკად სცემა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის შვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს კაცთან; 6 წლის გოგო ბიძის მხრიდან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს შემთხვევაც ამ დღეებში მოხდა. შარშან 13 წლის გოგომ გააჩინა ბავშვი …

მითები და რეალობა სკოლაში სექსუალურ განათლებაზე

ავტორი: ანა მალაყმაძე რას გულისხმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა? უნდა ისწავლებოდეს თუ არა აღნიშნული საკითხი სკოლებში? რა საფრთხის წინაშე დგას მოზარდი, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? – ამ თემებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი, იურისტი თაკო კაპანაძე. 2021 წლის ივლისში ორგანიზაციამ, სადაც ის მუშაობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, …

PHR სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების სწავლებას ითხოვს

დღეს, 9 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR ) სასამართლოს მიმართა იმ მიზნით, რომ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს ბავშვის ასაკის შესაბამისი ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. ორგანიზაცია წერს, რომ „საქართველოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა …

საჭიროა თუ არა სკოლაში სქესობრივი განათლება? | გამოკითხვა

საქართველოში სქესობრივი ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლების საკითხებზე ინფორმაციას ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა აწვდის, ასწავლიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ამოიცნო სექსუალური ძალადობის ნიშნები, სექსუალური შევიწროება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, უნდა იღებდეს თუ არა მოსწავლე ინფორმაციას სკოლაში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. მონაწილეობა …

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

სკოლებში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებაზე საუბრისას საზოგადოების ნაწილს ხშირად მწვავე რეაქცია აქვს, ხშირად ტერმინებიც კი არასწორადაა გაგებული და სქესობრივი განათლება „სექსის სწავლებასთანაა“ გაიგივებული. რა საკითხებს განიხილავენ მოსწავლეებთან იმ ქვეყნების სკოლებსა და კოლეჯებში, სადაც სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სემინარები არათუ ნებადართული, სავალდებულოც კი არის? მარიამ მიქელაძემ შარშან, 2020 წელს, დაამთავრა ბრიტანეთში …

შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება

„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია. რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი …

სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს? პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: …

PHR: სქესობრივი განათლების შესახებ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  „ბავშვის  უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება. ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების …

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ბავშვთა კოდექსში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს „ბათუმელებთან“ აკეთებს. ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პარლამენტში კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანიათ, სკოლებში მოზარდის სქესობრივი განათლება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ბავშვის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფორმულირებაში პრობლემას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი ჩანაწერები წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა …

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ იცნობს ბავშვთა კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც მოზარდის სქესობრივ აღზრდას უკავშირდება და რომელზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს. „აღნიშნულ ჩანაწერს მე არ ვიცნობ, როგორც კი დავბრუნდები პარლამენტში, მექნება კონსულტაცია სოფო კილაძესთან და ვეცდები ჩემი გამოცდილება, გაეროს ბავშვთა ფონდში მოღვაწეობის დროს, მათ …

ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. „ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს …

Exit mobile version