სამხედრო პირი ავღანეთში წასვლის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამს სთხოვდა – სუს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავა.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 …

მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე წერს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის სანაცვლოდ. „მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი თუ არა მარტო, მოკითხვის შემდეგ კი მითხრა, რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში, იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს, …

დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია. “ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად.  ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. ჯამბულ თავართქილაძე  ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია  “ქართული ოცნებიდან”. …

რატომ მოხვდა სუს-ის განცხადებაში ბათუმის „დინამო“ – ინტერვიუ ასლან ბალაძესთან

წუხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელი ამ კლუბსა და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: „უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“. ბათუმის „დინამომ“ გუშინ …

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება სუს-ის მიერ ფეხბურთელების დაკავებაზე

სუს-ის მიერ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. სუს-მა წუხელ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ – ორი, „ჭიათურის“ ერთი ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩებს ყიდდნენ. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის …

ვიტ ჯორჯიამ წინასწარი შეთანხმებით ბათუმის „დინამოსთან“ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. „2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, …

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურა გაავრცელა განცხადება, რაც წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სუს-მა წუხელ სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთელები დააკავა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და …

სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა

გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი. „ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა …

სუსმა ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძე $2 800 000 „ურანის“ გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დააკავა 

ქობულეთში ურანის გასხვისების ბრალდებით ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუსი] 11 მარტს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძეა. ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს, 13 მარტს, შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: …

სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში

ოთხი წლის განმავლობაში 191 ბინის მესაკუთრემ მშენებარე კორპუსში საკუთარი დანაზოგი ჩადო. ხელშეკრულებით სამშენებლო კომპანია „შენ სახლს“ მათთვის ბინები 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა მეორე წელია შეჩერებულია. ბინების მომავალმა მესაკუთრეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს მშენებლობა. ამასობაში, თითქმის 18-მილიონიანი ქონების მფლობელი „შენი სახლი“ 200 ლარად გაიყიდა, ისე, რომ კომპანიის მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ. გეგმის თანახმად, ბათუმში, …

აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადააყენეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს (სუს) ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ყველა რეგიონში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები“. ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.    

ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“. ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის …

სუს-ის თანამდებობის პირის ფეშენებელური სახლი ბათუმში

2017 წლის აგვისტოში 13 წლის ჯემალ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ქონება – ჯერ მიწის ნაკვეთი და შემდეგ ოთხსართულიანი სახლი კახაბრის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. ამ სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, პირველი სართულის ფართობი არის 103.22 კვადრატული მეტრი, მეორე სართული – 112.07 კვადრატული მეტრი, მესამე სართულის ფართობი 115.08 კვადრატული მეტრია და მეოთხე სართულის ფართობი – …

ახალი დადგენილება სუს-ის თანამშრომლების წახალისებისთვის – 10 000 ლარამდე დანამატი ხელფასზე

2018 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს]მოსამსახურეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეუძლია ხელფასთან ერთად სპეციალური დანამატი – მაქსიმუმ 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღოს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, თუმცა დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ის ამავე წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა. რა შემთხვევაში შეუძლია სუს-ის მოსამსახურეს მიიღოს სპეციალური დანამატი? მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „სამსახურის …

კვების ნორმები სუს-ის იზოლატორში მყოფი პირებისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები, სუსის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელეურმა ორი დღის წინ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანებით, სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის ოთხი ნორმა დამტკიცდა: დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა; დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ორსული და მეძუძური დედებისათვის და  აგრეთვე ტუბერკულოზით, …

ენმ: პროკურატურამ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია

დღეს, 23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვა, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია: „გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა ცალსახად დაადასტურა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება… შსს-ს ინფორმაციით, ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, რაც ცალსახად …

ფორსმაჟორი სუს-ში და 127 ათასი ლარი გადაუდებელი შესყიდვისთვის

სამხედრო მოსამსახურეთა, შენობების მორიგე თანამშრომელთა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის კვებითი მომსახურების შეზღუდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. გადაუდებელი შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2 თვის განმავლობაში, ანუ 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, მანამ, სანამ დასრულდება კვებითი მომსახურებისთვის გამოცხადებული …

Exit mobile version