ოპოზიცია ბათუმის მერიას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვაში ადანაშაულებს

დაახლოებით ნახევარ მილიონს ბათუმის მერია იმ ზარალის ასანაზღაურებლად დახარჯავს, რაც ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს 8 და 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მიადგა. ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ცვლილებას „ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად“ აფასებენ. „კონკრეტულ პროგრამებს მოაკლეს თანხა და ამ ოჯახებს მისცემენ. ჩვენ არ ვართ ზარალის ანაზღაურების წინააღმდეგი, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას …

რუსთაველზე კორპუსის ფასადის შეცვლისთვის ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციოდ ქალაქის მერიამ 531 346 ლარი გამოყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სახლის ფასადზე ლითონის კონსტრუქციები, მოაჯირები და მზისგან დამცავი ალუმინის ჟალუზები მოეწყობა. ფასადის გარდა, ამავე ტენდერის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც გარემონტდება. „რუსთაველის 41-დან რამდენიმე განცხადება იყო შემოსული მერიაში …

ბათუმში ატრაქციონებს და ატრაქციონთან მისასვლელ გზას ითხოვენ

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის მერიის მიერ განთავსებულ ატრაქციონს კერძო კომპანიამ რკინის ღობე შემოავლო და ბავშვებს ამ ატრაქციონებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მოქალაქემ საკრებულოს ღია კარის სხდომაზე ისაუბრა და საკრებულოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა: „ან იქ შეუშვან ბავშვები, ან ახალი ატრაქციონები დაგვიდგან.“ ამ თემაზე: ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც …

დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

„ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ეს კორპუსები რომ ბანერის გარეშე ენახა ვინმეს, იტყოდა, დედა, ეს სად ვარო. ამხელა ოლიმპიადის წინ რომ არ გააკეთეს არაფერი, ოლიმპიადის მერე გააკეთებენ ვითომ?“ – კითხულობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები გოჩა ფაღავა. ბათუმის მერიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ სარეკლამო ბანერი მის საცხოვრებელ კორპუსსაც ჩამოაფარა. საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო ბანერს ყველა იმ …

სულხან ევგენიძე თავისი ხელფასის ოდენობაზე: „არ გეტყვით“

ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დასაქმებასთან დაკავშირებული სასურველი წინადადება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ის ექვსი თვის განმავლობაში ელოდა მმართველი პარტიისგან ამ წინადადებას. გასულ კვირას კი მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან გასულ კვირამდე სულხან ევგენიძე უმუშევარი იყო. ის გამგებლობის პერიოდში ამტკიცებდა, რომ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს კერძო სექტორი …

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …

აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები

2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.  ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, …

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შეთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს. ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, რა სამსახურს სთავაზობენ. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი …

ენმ-ის წევრის კრიტიკა ქობულეთის ბიუჯეტში თანხის გადანაწილებაზე

ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხა – 316 101 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილა. ბიუჯეტით ქობულეთის რამდენიმე სოფელში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა, რამდენიმე სოფელში კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაიგეგმა. გარდა ამისა, 54 000 ლარით გაიზარდა გამგებლის სარეზერვო ფონდი. სულხან ევგენიძე აქამდე განკარგავდა სარეზერვო ფონდს, რომლის ბიუჯეტიც აქამდე 150 000 ლარი იყო. ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით …

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. „ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს …

ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ

ქობულეთის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიას არ აქვს ე.წ ჯიპიარესი, რაც განსახილველი განაცხადით მითითებული კონკრეტული ნაკვეთის კოორდინატების ზუსტად დადგენაში დაეხმარებოდა. კომისია ვერ ახერხებს ასევე განაცხადების ადგილზე შესწავლას, რადგან ავტომანქანა არ ემსახურება. შესაბამისი სამუშაო პირობების არ ქონის გამო კომისიის მუშაობის შეფერხებას უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ასლან ქათამაძე. მისი თქმით, კომისია განცხდების განხილვას ახერხებს, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ კომისიას …

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების …

ქობულეთის გამგებელი ქალაქის წყალმომარაგების საკითხს გამოეხმაურა

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა.   ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით „ტრანსფორმატორის დაზიანების გამო ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგებას პრობლემა არ შექმნია. პირდაპირი შესყიდვის წესით სატრანსფორმატორო ზეთის შესყიდვა კი შპს „ქობულეთის წყალმა“ მოითხოვა მხოლოდ იმის გამო, რომ სარეზერვო ტრანსფორმატორი იყოს მუშა მდგომარეობაში, სამომავლოდ, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის გამგებელი უხელფასოდ მუშაობს

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ზუსტად ორი წელია, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელია. როგორც გამგებელს, სულხან ევგენიძეს უკვე მეორედ აქვს საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ქონებრივი დეკლარაცია შევსებული. დეკლარაციის მიხედვით სულხან ევგენიძე ერთადერთი ნივთის მფლობელია, მას ეკუთვნის 1992 წელს გამოშვებული „ოპელ ასტრა“, რომლის ძრავის სიმძლავრე 1.6 ყოფილა. ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს დეკლარაციის სავალდებულოდ შესავსებ გრაფაში – „საქართველოში ან …

ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. მიმდინარეობს ინფორმაციის წინასწარი გადამოწმება. სხვა დეტალების შესახებ შსს არ საუბრობს. არსებული ინფორმაციით, ქობულეთში მცხოვრები ოჯახი მეზობელ 65 წლამდე მამაკაცს არასრულწლოვანზე მუქარაში ადანაშაულებს. არასრულწოვანი და-ძმის დედის მონაყოლით, მეზობელმა მამაკაცმა მის 11 წლის ქალიშვილს სთხოვა „თვალით რომ განიშნებ, მანქანაში ჩამიჯექი, გაგაკატავებ და გზაში კანფეტებსაც გიყიდიო. ხოლო 12 …

ქობულეთის გამგებელი ავტოავარიაში მოყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ავტოავარიაში  მოყვა. შემთხვევა 23 თებერვალს, საღამოს  მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში. პრესცენტრის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი: „გამგებელი ლანჩხუთში მოყვა ავარიაში – თბილისში მიდიოდა სემინარზე დასასწრებად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულხან ევგენიძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მკურნალობას ახლაც გადის სახლში. დაზიანდა სახელმწიფო მანქანაც. ამ ფაქტთან …

Exit mobile version