რატომ ჩნდება პირის ღრუში კისტა და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას

დენტალური ან ოდონტოგენური კისტა არის სითხით სავსე ბუშტუკი ყბის ძვალში ან კბილის ფესვების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, უმკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგიური კისტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მიმდებარე კბილებზე, ძვლის სტრუქტურასა და პირის ღრუს მთლიან კეთილდღეობაზე. კბილის კისტების სიმპტომებზე, პოტენციურ რისკებზე, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, კლინიკა „ექსპერტალის“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, …

ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

კბილების ფერის შეცვლა და კბილებზე ლაქები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს კბილები შეიძლება ჩანდეს უფრო მოყვითალო, ნაკლებად ნათელი, ანაც შეიძლება კბილებზე თეთრი ან მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. კბილების დისკოლორაციის ზოგიერთი მიზეზი გარდაუვალია – მაგალითად დაბერება, ტრავმა ან გენეტიკა; ისეთი გარე ფაქტორები კი – როგორიცაა მწეველობა, მუქი ფერის საკვები და პირის …

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე. ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები? …

როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე

როგორ უნდა მოვუაროთ ჭრილობას კბილის ამოღების შემდეგ? სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო? – კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე განმარტავს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ჭრილობის დაინფიცირებისგან დასაცავად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების სწორად შესრულება. მას ვესაუბრეთ თემაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ. ბატონო თენგიზ, რა დროა საჭირო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შესახორცებლად? ღრძილის პირველადი დახურვა, როცა ვიზუალურად …

კბილების კრაჭუნს ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა. თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ. რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, …

რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები

საუბრისას, ღეჭვისას ან მთქნარებისას ტკაცუნის ხმა თუ გესმით, შესაძლოა ეს თქვენი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრიდან მოდიოდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ქვედა ყბის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დრო დასჭირდება მის გამოსწორებას – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი დავით დავითაძე პასუხობს: ბატონო დავით, კიდევ რა სიმპტომები მიანიშნებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემაზე? შეიძლება იყოს …

რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას

ღრძილებიდან მცირედი სისხლდენა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში, პარადონტიტში გადაიზარდოს. საწყის ეტაპზე სისხლდენა შესაძლოა კბილების გამოხეხვის ან რაიმე მყარი საკვების დაღეჭვისას შენიშნოთ. მას უმეტესად არ ახლავს ტკივილი. პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი ამბობს, რომ ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ცოტა რაოდენობით, ნიშანია იმისა, რომ დროა სტომატოლოგს მიმართოთ. „სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება რთულია. პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ სხვადასხვა სავლებით …

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები

სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, ამავდროულად სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია ეს პერიოდი ერთ წლამდე გახანგრძლივდეს. რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამ საკითხზე კლინიკა „როგოს“ პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი გვესაუბრა. ბატონო აკაკი, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა? ეს გულისხმობს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას, …

ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის

  ავტორი: თათია ანდღულაძე, სტომატოლოგი, კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი  _____________________ სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეწყდეს არამარტო გეგმიური, არამედ  გადაუდებელი მომსახურებაც. ვირუსის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, შემოსული პაციენტი დაავადებულია თუ არა. ამიტომ რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო მომუშავე მედპერსონალს, არამედ ყველა პაციენტს და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. თუ, როგორც კვლევები აჩვენებს, ვირუსი გარემოში მედეგობას ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, …

ბათუმში სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

„ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ – ამ სლოგანით გაიხსნა დღეს, 5 ივლისს, ბათუმში სტომატოლოგ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმს ესწრება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი აშშ-დან. „კონფერენციას ესწრებიან წამყვანი ქვეყნების სტომატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლები, წელს არის  მე-15 საერთაშორისო კონგრესი. ქალთა …

DENTAL ROOM-სტომატოლოგია ევროპული ხარისხითა და ქართული ფასებით

სერვისების გარანტია, 100%-ით უსაფრთხო გარემო, კვალიფიციური, გამოცდილი ექიმების მომსახურება და მხოლოდ მაღალსტანდრტული, ევროპული მასალების გამოყენება პრაქტიკაში. ეს არის ბათუმში მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალრუმის“ ძირითადი განმასხვავებელი ნიშა ქალაქის უამრავ სხვა სტმატოლოგიურ კლინიკასთან შედარებით. ორწლიანი არსებობის მანძილზე კლინიკამ პაციენტებს შორის დიდი ნდობის მოპოვება შეძლო. ეს „დენტალრუმის“ ექიმების პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, მხოლოდ ეს ფაქტორი ვერ განსაზღვრავდა კლინიკის პოპულარობას, …

სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს. საქონელი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის დ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენდგენო-სკანერით დასკანერებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად პირველ მარტს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 766 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, …

ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკა სიახლეების კვალდაკვალ

სულ რამდენიმე წლის წინ ბათუმში თითქმის შეუძლებელი იყო კომფორტულ გარემოში სრული სტომატოლოგიური სერვისის მიღება. დღეს უკვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი კარგი კლინიკა, პროფესიონალი პერსონალითა და საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი. თუმცა სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება მომხმარებელი, მათი ცოდნა დარგის მიღწევების შესახებ – ისინი არა მხოლოდ კარგ, არამედ საუკეთესო სერვისის შეთავაზებას ელიან. ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკა გამოირჩევა თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური მედპერსონალი …

„ჯეი-სმაილი“ – აირჩიე სტომატოლოგი, რომელსაც ენდობი

თუ პროფესიონალ სტომატოლოგს ეძებთ და ხელმისაწვდომ ფასად გსურთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს მისამართი უნდა დაიმახსოვროთ – ბათუმი, გორგილაძის 114. აქ მდებარეობს სტომატოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა „ჯეი-სმაილი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას გთავაზობთ. თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, პარადონტოლოგიური მკურნალობა, დენტალური იმპლანტაცია, თანკბილვის გასწორება, ორთოპედიული მკურნალობა, ესთეტიკური სტომატოლოგია – კბილის გათეთრების ყველა მეთოდი – ეს „ჯეი-სმაილის“ სამედიცინო სერვისების არასრული …

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ. კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას? „კბილის …

Exit mobile version