ბათუმში გაზი 39 ქუჩაზე ითიშება 5 დღით – მერიამ ხიდზე სამუშაოები ზღვის სეზონს დაამთხვია

ხვალ, 13 ივლისს, გაზი 5 დღით გაითიშება ბათუმში, ზუსტად 39 ქუჩაზე და კიდევ 3 სოფელში, რომელიც ბათუმის საზღვრებშია. მიზეზი გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ხიდის ასაშენებლად გაზსადენის მილების გადატანა გახდა საჭირო. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში მილების გადატანას გაზაფხულის დასრულების შემდეგ – ზაფხულის შუა სეზონზე იწყება. ბათუმის …

ბათუმში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის სალიკვიდაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა და მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის პროცესი. გუშინ, 29 აპრილს, დილის ექვსი საათიდან, გაზსადენზე დაზიანების გამო, გაზი არ მიეწოდებოდა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. დღეს. 30 აპრილს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება რიგ ქუჩებზე დაიწყო. კომპანია „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად …

რა მისამართებზე შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში 29 აპრილს

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 29 აპრილს, აჭარაში 389 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მაგალითად, ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩაზე 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება 284 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება. ბათუმში, მცხეთის N12ა-ში, 12 აბონენტი დარჩება ასევე ბუნებრივი აირის გარეშე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე. 29 აპრილის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში …

რომელ ქუჩებზე გაითიშება ბათუმში გაზი 12 იანვარს

„სოკარის“ ცნობით, 12 იანვარს 10:00 საათიდან 12 იანვარს 18:00 საათამდე ბათუმში 2587 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზი შეუწყდებათ: 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლის, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს. „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში

2025 წლის 31 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია “სოკარის” განმარტებით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. ”სოკარის” ინფორმაციით. გაზის მიწოდება დაიწყო დღეს, დილის 9 საათიდან და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.  

ბათუმში ახალი წლის ღამეს ათასობით აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში დღეს, 31 დეკემბერს გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდა რამდენიმე ქუჩას [გენერალ ასლან აბაშიძის, ალექსანდრე ჩხაიძის, ლერმონტოვის და სხვ.] „ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „სოკართან“ დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ზარებს არ უპასუხეს „სოკარის“ ცხელ ხაზზეც. მოგვიანებით კომპანიამ აბონენტებთან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა: „ბუნებრივი გაზის სისტემაში წნევის მკვეთრი ვარდნის გამო შეგიწყდათ გაზის მოწოდება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 2026 …

ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება – ავარიული გათიშვა

დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში ქუჩების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის ქალაქში გაზი არ მიეწოდება დაახლოებით 18 000 აბონენტს. „სოკარში“ ასევე გვითხრეს, რომ გათიშულია ჯავახიშვილის, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების, აეროპორტის, ადლიისა და ანგისის დასახლებების არეალები. გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „სოკარში“ ამბობენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ ხვალიდან, 31 …

ბათუმში გაზი 700 აბონენტს არ მიეწოდება

ბათუმში დაახლოებით 700 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. მიზეზი გაზსადენზე მომხდარი ავარიაა. “სოკარის” ცნობით დაზიანების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევარში გაზის მიწოდება აღდგება. სოკარი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზის დანადგარები და ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

4 ნოემბერს ბათუმში გაზი შეუწყდება 15 ათასზე მეტ აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 4 ნოემბრის 23:00 საათიდან 5 ნოემბრის 10:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზი შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: პეტრე ბაგრატიონის ქუჩა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა აეროპორტის გზატკეცილი ანატოლი კაჭარავას ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩა ფრიდონ ხალვაშის ქუჩა პარმენ რურუას ქუჩა ჟიული …

რატომ მოვიდა გაზის მაღალი გადასახადი? – „სოკარის“ განმარტება

„ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ მიმართა კითხვით, რატომ მიიღეს აპრილში გაზზე წინა თვეებთან შედარებით გაზრდილი გადასახადი. ზოგიერთი მოქალაქე აცხადებს, რომ გაზის გადასახადი წინა თვესთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. „ბათუმელები“ კომპანია „სოკარს“ დაუკავშირდა. აქ ამბობენ, რომ აბონენტების ნაწილს დაემატა ის თანხა, რომელიც „სოკარმა“ წინა თვეში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ამოიღო: „თებერვლის თვეში, დიდთოვლობის გამო, ვერ მოხერხდა ნაწილი აბონენტების …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“. გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა. „გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“. „სოკარის“ …

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

დღეს, 11 მარტს, გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიაა. „სოფელ ცეცხლაურთან დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი მილი, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საკუთრებაშია. უკვე ადგილზეა სამუშაო ჯგუფი და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვვარაუდობთ რომ ხვალ, 12 მარტის დილიდან დავიწყებთ გაზის მიწოდების აღდგენას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ …

ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 21 თებერვალს, საღამოს 23:00 მონაცემებით, ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამჟამად გათიშულია შარტავასა და ფიროსმანის მიმდებარე ქუჩები. ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, გაზმომარაგების შეზღუდვა ამინდითაა გამოწვეული და ჯერ არ იციან, როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს. „აბონენტები ინფორმირებული არიან, ჩართვის შესახებაც მიეწოდებათ …

სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში

„სოკარის“ ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ავარიული დაზიანებების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ქობულეთში მცხოვრებ 40-მდე აბონენტს, ბათუმში კი „სოკარის“ თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა. „ლოკალურად არის გათიშული, ქობულეთში უფრო მაღალ სოფლებში, სადაც ხე დაეცა გაზსადენს და სხვა ინფორმაცია არ შემოსულა. სადღაც 30-40 აბონენტია გათიშული ქობულეთში. ჯერ ვერ მივედით დაზიანების ადგილზე, რადგან მაღალი თოვლია. ჯერ ტექნიკა …

„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები

აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე  თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც …

ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა. „არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი. ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ …

როდის აღდგება გაზის მიწოდება სრულად ბათუმსა და ხელვაჩაურში

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ, 13 ნოემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება ორივე მუნიციპალიტეტში სრულად აღდგება ხუთშაბათს, 14 ნოემბრის დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დღეს, 12 ნოემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმსა და ხელვაჩაურს. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი …

ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში გაზი არ მიეწოდება 7 ათასზე მეტ აბონენტს

ბათუმში, აეროპორტის დასახლებასა და მიმდებარე სოფლებში 7448 აბონენტს გაზი გუშინ, 3 ოქტომბრის საღამოდან არ მიეწოდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა, რის შედეგადაც გაზი გაეთიშა ხალვაშის, მაჭავარიანისა და შანიძის ქუჩებზე, სოფლებში: ზანაქიძეებში, შარაბიძეებსა და კაპანდიბში მცხოვრებ აბონენტებს. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 4 ოქტომბრის 10:00 საათიდან …

რა მისამართებზე შეწყდება გაზი ბათუმში 6 სექტემბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 6 სექტემბერს ბათუმში რამდენიმე მისამართზე შეწყდება გაზის მიწოდება. კერძოდ, გაზი 11:00 საათიდან 17 საათამდე გაეთიშება ჯავახიშვილის ქუჩის #70-ში მცხოვრებ აბონენტებს. ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება, გრიგოლ ელიავას ქუჩაზე 32გ ნომერში მცხოვრებ 91 აბონენტს და ანგისის ქუჩის 34 ნომერში მცხოვრებ აბონენტებს. გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, …

ბათუმში 29 ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს გაზი შეუწყდათ

დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები აბონენტების ნაწილს. კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. „სოკარის“ ცნობით, გაზი შეუწყდა: აკაკი წერეთლის, იმედაშვილის, ჟორდანიას, სტეფანე ზუბალაშვილის, რუსთაველის, ვახტანგ გორგასლის, მემედ აბაშიძის, ირაკლი აბაშიძის, რევაზ კომახიძის, ბაქოს, ბარათაშვილის, ზვიად გამსახურდიას, გოგებაშვილის, დუმბაძის, ეგნატე ნინოშვილის, თბილისის, რაულ ვალენბერგის, თენგიზ მაქაცარიას, ფარნავაზ …

რა მისამართებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 10 ივლისს, ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. კომპანიის ცნობით, 11-დან 17 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ოსტროვსკის ქუჩას N45-დან N53-ის ჩათვლით; ვაჟა-ფშაველას ქუჩაზს N119-დან N123-ის ჩათვლით; გურამიშვილის ქუჩის N48-ს; ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევსა და ოსტროვსკის მეორე შესახვევში მცხოვრებ 30 აბონენტს; ახალშენის დასახლებაში N19-დან N25-ის ჩათვლით მცხოვრებ აბონენტებს; ურეხის დასახლებაში N19-დან N22-ის ჩათვლით; …

2 ივლისს ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით,  ხვალ, 2 ივლისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში, ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოსა და ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 547 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 2 ივლისის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში …

რა ქუჩებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 29 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მცხოვრებ 551 აბონენტს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის #11-17-ში მცხოვრებ 110 აბონენტს. ამავე პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანა კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ 135 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, გაზის …

რა მისამართებზე შეწყდება დღეს გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 26 მარტს, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ფიროსმანის #8-ში მცხოვრებ 57 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ 217 აბონენტს; ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება აღმაშენებლის #1-ში მცხოვრებ 254 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური …

რა ქუჩებზე შეწყდება გაზი ბათუმში 22 იანვარს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩის 279 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ასევე, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ფიროსმანის #18-ში მცხოვრებ 246 აბონენტს, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე – ვაჟა-ფშაველას #8-ში მცხოვრებ 64 აბონენტს. ამ მისამართებზე გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. გაზის …

სად გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 18 იანვარს, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩისა და ფრიდონ ხალვაშის მეორე შესახვევის 106 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ასევე, 18 იანვარს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრებ 77 აბონენტს. ამ ქუჩებზე გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. …

რა ქუჩებზე შეწყდება გაზი 27 დეკემბერს ბათუმში

დღეს, 26 დეკემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე 89 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია „სოკარში“ განმარტავენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა და გაზის ჩართვა დაიწყება 27 დეკემბერს, 13 საათიდან. ხვალ, 27 დეკემბერს, ბათუმში გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე მისამართზე გაითიშება გაზი. კერძოდ: 16:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანდრია პირველწოდებულის #68-ში მცხოვრებ 22 აბონენტს. …

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში, 427 აბონენტს გაზი შეუწყდება

„სოკარის“ ცნობით, 30 ნოემბრის 12:00 საათიდან 30 ნოემბრის 18:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში 427 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება 30 ნოემბრის დღის ბოლომდე“ – იუწყება „სოკარი“. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ …

9 ნოემბერს გაზი თითქმის მთელ ბათუმში გაითიშება – „სოკარი“

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტს გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყდება. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაზი ბათუმში მხოლოდ აბონენტების მცირე ნაწილთან არ შეწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 10 ნოემბერს 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 11 ნოემბრის დღის ბოლომდე. ასევე,  9 ნოემბრის 06:00 საათიდან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში …

9 ნოემბერს გაზი შეუწყდება ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის ნაწილს

„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას. კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების მიწოდება დაიწყება 10 ნოემბრის შუადღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად 11 ნოემბრის დღის ბოლომდე აღდგება. კომპანია „სოკარ …

სად გაითიშება გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში 6 ნოემბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 6 ნოემბერს, ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის #69,71,75,77-ში მცხოვრებ აბონენტებს. სოკარის ცნობით, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღგება. ასევე, 6 ნოემბერს, ხელვაჩაურში გაზის მიწოდება შეუწყდება ახალსოფლის, ავგიის 2 ჩიხის აბონენტებს. გაზი აქ 12:00-დან 14:00 საათამდე იქნება გათიშული. გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

დღეს ბათუმში გაზი შეუწყდება მსხვილ კომერციულ ობიექტებს – ნახეთ მისამართები

„სოკარის“ ცნობით, 13 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. გაზი შეუწყდება 13 ოქტომბერს საღამოს 18:00 საათიდან ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე მდებარე მსხვილ კომერციულ ობიექტებს: ლერმონტოვის 80 ივანე ჯავახიშვილის 71 მაიაკოვსკის 4 მაიაკოვსკის 53 სართული 1 ჟღენტის 1 პუშკინის 154ბ ბაგრატიონის-ჯავახიშვილის 121-64 გრიბოედოვის 11 აკაკი წერეთლის 2ა 26 მაისის 62 გოგებაშვილის 12 ფართი 399.10 …

სად გაითიშება გაზი ხელვაჩაურში 11-12 ოქტომბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 11 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას გაზის მიწოდება შეუწყდება 16:00 საათიდან. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება განახლდება 18 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. ასევე, 11 ოქტომბერს 13:00 საათიდან 11 ოქტომბრის 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება მუსხელიშვილის ქუჩას. 12 ოქტომბერს კი, დილის 11:00 საათიდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება …

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზი გაითიშა

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება არაგეგმიურად შეწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. „მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა. კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი“ – აცხადებს „სოკარი“. კომპანიის ცნობით, …

რა მისამართებზე გაითიშება დღეს გაზი ბათუმსა და ხელვაჩაურში – ნახეთ სია

„სოკარის“ ცნობით, პირველ ოქტომბერს, ბათუმის ცალკეულ მისამართებზე გაზის მიწოდება 2 ოქტომბრამდე შეწყდება. კომპანიის ინფორმაციით, გაზი 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათიდან გაითიშება შემდეგ ქუჩებსა და მისამართებზე: მაიაკოვსკის 4 თამარ მეფის გამზირი ჰაიდარ აბაშიძის 91 სალიბაური რუსთაველის 40 ნინოშვილის 21 ნინოშვილი-ჟღენტის კვეთა – საქვაბე შავშეთის 6 მემედ აბაშიძის 33 აკვაპარკი და სასტუმრო მარინა ნინოშვილის 11 ილია ჭავჭავაძის 5 …

სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 26 სექტემბერს, 12:00 საათიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება. კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება დაიწყება 26 სექტემბერს 14:00 სთ-დან და სრულად აღდგება 26 სექტემბრის დღის ბოლომდე. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის …

Exit mobile version