კომპანია „სოკარის“ ცნობით, 4 ნოემბრის 23:00 საათიდან 5 ნოემბრის 10:00 საათამდე ბათუმის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება.
„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.
გაზი შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:
- პეტრე ბაგრატიონის ქუჩა
- გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
- აეროპორტის გზატკეცილი
- ანატოლი კაჭარავას ქუჩა
- დავით აღმაშენებლის ქუჩა
- ფრიდონ ხალვაშის ქუჩა
- პარმენ რურუას ქუჩა
- ჟიული შარტავას ქუჩა
- ტბელ აბუსერიძის ქუჩა
- გიორგი ლეონიძის ქუჩა
- გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
- ლადო გუდიაშვილის ქუჩა
- ხახულის ქუჩა
„სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 5 ნოემბრის 10:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.



