შალვა ამონაშვილის საჯარო ლექციას სკოლა ნიკეს პედაგოგები დაესწრნენ

2019 წლის 18 მაისს გაიმართა ცნობილი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის – შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია პრაქტიკული გაკვეთილების ჩვენებით. ლექციას ესწრებოდნენ სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები: ნინო ლაზიშვილი, თინა ჭეიშვილი, ინგა ნაკაშიძე, ირმა ნაკაშიძე, ნათია თურმანიძე და მარიამ კაკაბაძე. აღსანიშნავია, რომ სკოლა „ნიკეს“ თანამშრომლობა აზროვნების აკადემიასთან დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, როცა სკოლის ადმინისტრაციის მოწვევით, ბათუმში იმყოფებოდა …

17 მაისი – თავისუფლების ილუზია – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 18 მაისს, საღამოს 5 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია – 17 მაისი – თავისუფლების ილუზია. ლექცია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში [მისამართი: ვაჟა-ფშაველას 21]. ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და „ანარესის აკადემია“. ლექციას წაიკითხავს ქვიარ აქტივისტი ანანო სურმავა. დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით „კითხვები, რომელსაც ლექციაზე ვუპასუხებთ არის ის, თუ როგორ გახდა 17 მაისი პოლიტიკური დღის …

ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …

გამოცხადდა კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. განაცხადები მიიღება 19 ოქტომბრის  ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 19 დეკემბრის შუალედში უნდა ჩატარდეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდება საჯარო ლექციები, რომლებიც ჩატარდება სტუდენტების, ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის. „საჯარო ლექციის თემატიკა უნდა მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს“. …

აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია ბათუმში

12  დეკემბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში  შეხვედრა გაიმართება მწერალ აკა მორჩილაძესთან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკა მორჩილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწერლების ყოველდღიურობა და ყოფა მე–19 საუკუნეში: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი და სხვა“. საჯარო ლექცია 12:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ლექციების ციკლი „ვიცის“ ფარგლებში  გაიმართება.  „პროექტის ფარგლებში საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და …

„ცენზურა და ტექსტი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 234-ე აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“. საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისთვის, ისე, საზოგადოების ფართო წრეებისთვის.  ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ამავე თემაზე, ლაშა ბუღაძე ბსუში ხვალაც ისაუბრებს. 6 ოქტომბერს ლექცია 12:00 საათზე დაიწყება.

გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

5 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – საუბარი ლიტერატურაზე.  ლექცია შეეხება მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “სამოსელი პირველი”, ასევე მოთხრობა  – “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.  იხილეთ მოთხრობის მიხედვით დადგმული …

„ბათომის“ საჯარო ლექცია და დისკუსია კონსერვაციაზე

31 მარტს, 12 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოება „ბათომი“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით, ატარებს საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: კედლის მხატვრობისა და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა. ლექციაზე  განხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია–რესტავრაციის საკითხები – პროექტირება, მართვა და რესტავრაცია. ასევე, განხილული იქნება დაფინანსების …

კრიტიკული აზროვნების კურსი ბსუ-ში

დღეს, 29 ოქტომბერს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის –  „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ თეორიული კურსი გაიხსნა. კურსს პროფესორი, სოციოლოგი  იაგო კაჭკაჭიშვილი წაიყვანს. „საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას,  საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს …

ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის  ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის.   საჯარო ლექციის ჩატარების …

ბსუ-ში ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი საინჟინრო გაანგარიშებების შესახებ საჯარო ლექციებს ჩაატარებს

18, 19 და 20 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ჩვიდმეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სასწავლო პუბლიკაციის ავტორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციების თემაა „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია …

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

16 სექტემბერს, 19 საათზე ბათუმში, „თიბისი გალერეში“ ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ავთანდილიდან ალუდამდე“. საჯარო ლექცია 21 საათამდე გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 37

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“. საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი. ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას …

საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საჯარო ლექცია-მოხსენება თემაზე –  უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და როლი. მოხსენებებს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. „ვილაპარაკებ ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენს ეპოქაშიც არის თუ არა ამ ჰუმანიტარულ განათლებაში ის, რასაც უწოდებენ „ლებერალარტს“, მარადიული განზომელება, დანიშნულება… მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არის. შევეცდები ცოტა კონტრბალანსი გავაკეთო თანამედროვე წარმატების …

პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმში

7 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა – „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მომხსენებელი მიმოიხილავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებს. ასევე, იმ გამოწვევებს, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე.  

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

15 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენებას გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – ” R N C D-ს” პროექტის – ‘’უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის …

Exit mobile version