გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა. კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების …
Tag Archives: სახანძრო უსაფრთხოება
ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს
„ვოქსის“ კორპუსში, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ და „შლანგებიც თავად აჭიმეს“, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მეხანძრისთვის ნაკლებია საფრთხე, თუ ხანძრის ქრობის დაწყება შენობის გარე პერიმეტრიდან იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, თუ მაღლივ შენობას მხოლოდ ერთი კიბე აქვს – ასეთ შემთხვევაში დაკვამლიანების რისკი მაღალია. 18 დეკემბერს „ვოქსის“ კორპუსში ხანძარი 23-ე სართულზე, …
Continue reading “ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს”
ბათუმის საბავშვო ბაღებში სახანძრო სისტემებს დაამონტაჟებენ
ბათუმის 21 საბავშვო ბაღში სახანძრო სისტემების დამონტაჟებაში ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანება 315 ათასამდე ლარს გადაიხდის. გაერთიანებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში. [toggle title=”ბათუმის საბავშვო ბაღების ჩამონათვალი ნახეთ აქ“]სახანძრო სიგნალიზაციების სისტემების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებულ ოცდაერთ საბავშვო ბაღში, კერძოდ: საბავშვო ბაღი …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში სახანძრო სისტემებს დაამონტაჟებენ”
7 150 ხანძარი და 26 დაღუპული მიმდინარე წლის ექვს თვეში – სტატისტიკა
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 7 150 ხანძრის შემთხვევაა რეგისტრირებული, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრავმა მიიღო 131-მა ადამიანმა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ხანძრის შედეგად 231 შენობა-ნაგებობა განადგურდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2001 წლიდან 2019 წლის ივლისამდე საქართველოში სულ რეგისტრირებულია 158 015 ხანძარი, რომლის შედეგადაც …
Continue reading “7 150 ხანძარი და 26 დაღუპული მიმდინარე წლის ექვს თვეში – სტატისტიკა”
ბათუმში სახანძროს მხოლოდ 30 მეტრი სიგრძის კიბე აქვს, სახლების სიმაღლე კი 100 მეტრს აღწევს
ბათუმში მაღლივ საცხოვრებელ სახლებში, მეთხუთმეტე სართულიდან მეოცე და შემდეგ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე მოსახვედრად ამ სახლის შიდა კიბეზე მოუწევთ ასვლა – სახლის ფასადის მხრიდან ამ სართულებს ვერ მისწვდება სახანძრო კიბე, რომლითაც ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი სარგებლობს. ხანძრის დროს ლიფტით სარგებლობა დაუშვებელია, ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენებული სახლების უმეტესობას კი ბათუმში არც საევაკუაციო კიბე …
რა ღირს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა
რა ღირს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა შენობაში, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. კანონი 15 მეტრამდე სიმაღლის და უფრო მაღალ შენობებზე ოდნავ განსხვავებულ მოთხოვნას აწესებს. სპეციალისტის განმარტებით, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დაწესებულების დანიშნულება, აქ მომუშავე ადამიანების ოდენობა და ისიც, თუ რამდენად ბევრია ამ შენობაში ადვილად აალებადი ნივთი, კედელი, ტიხარი ან რაიმე სხვა. შესაბამის მომსახურებას, …
Continue reading “რა ღირს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა”
საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები
ავტომატური ქრობის სისტემა, მინიმუმ ორი ცეცხლმაქრი ერთ სართულზე, საევაკუაციო გეგმა და გასასვლელები – კიდევ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაწესებულებამ სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება წარმატებით გაიაროს? – საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება დაიწყო. კანონის თანახმად, სპეციალისტები საზოგადოებრივი დაწესებულების ყველა შენობას შეამოწმებენ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ბათუმშიც, შემოწმებას საგანგებო სიტუაციების მართვის …
Continue reading “საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები “
14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება
2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა …
Continue reading “14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება”
განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე
„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ …
„ბათუმი მოლში“ სახანძრო გამოიძახეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“, რამდენიმე წუთის წინ სახანძრო გამოიძახეს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე არსებულ სატრანსფორმატოროში იყო დაზიანება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო, თუმცა ცეცხლი არ გაჩენილა. ამ ადგილზე სახანძრო დაახლოებით ორი თვის წინაც გამოიძახეს – მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, „ბათუმი მოლთან“ მდებარე „ტექნობუმის“ მაღაზია დაიწვა.
სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია
მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან დარღვევების გამო 20 დააჯარიმეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 97 სასტუმრო შემოწმდა, რომელთაგან 37 დაჯარიმდა. სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, არ უკავშირდება და ეს ყოველდღიური, ცოცხალი …
Continue reading “სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია”
„ველმონდი“ სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს
სასტუმრო „ველმონდი“ საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გუშინ, 15 აგვისტოს, „ველმონდს“ [ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“] სასტუმროს დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცა. „ჯერ უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ მივმართავთ წერილით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მუშაობის უფლების გაგრძელების მოთხოვნით,“ – ამბობს კახაბერ წერეთელი, სასტუმრო „ველმონდის“ იურისტი. მისი თქმით, წერილში აღწერილი იქნება, რა გააკეთა უკვე …
Continue reading “„ველმონდი“ სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს”
ბათუმის მერია ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას დაამონტაჟებს
ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 68 130 ლარია გამოყოფილი. სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. 25-ში, ლერმონტოვის ქ. 90-ში და ორბელიანის ქ. 10-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებში. მომსახურებას მერია ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების მიხედვით, სახანძრო სიგნალიზაციის საკონტროლო პანელი უნდა დამონტაჟდეს პირველი სართულის ნიშნულზე… კვამლის მაუწყებლები უნდა დამონტაჟდეს ჭერის …
სასტუმროს პერსონალის სახანძრო უსაფრთხოებაზე გადამზადება დაიწყო
დღეს, 27 მარტს, აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრენინგზე ეტაპობრივად აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანი გადამზადდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრენინგი 16 ჯგუფისთვის ჩატარდება და მასში ჩართული იქნებიან სასტუმროს მენეჯერები და სხვა თანამშრომლები. ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს. სასტუმროს მენეჯერებსა და …
Continue reading “სასტუმროს პერსონალის სახანძრო უსაფრთხოებაზე გადამზადება დაიწყო”
ბათუმში ტურისტული ობიექტების პერსონალს სახანძრო უსაფრთხოებაზე გადაამზადებენ
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს გეგმავს. ტრენინგებზე სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ტექნიკური მენეჯერები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან. ტრენინგების დროს ისინი მიიღებენ ინფორმაციას სახანძრო უსაფრთხოების შესახებ კანონში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეგულაციების შესახებ. „პირველ ეტაპზე ჩვენ 80 სასტუმროდან სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ მოქალაქეს გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის …
Continue reading “ბათუმში ტურისტული ობიექტების პერსონალს სახანძრო უსაფრთხოებაზე გადაამზადებენ”
აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე
აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …
Continue reading “აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე”
შარაბიძეების დასახლებაში ეკალ-ბარდს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, მდინარე ჭოროხის პირას რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა. საგანგენო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფრომაციით ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. მაეხანძრეების თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.
„ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“ – დისკუსია სახანძრო უსაფრთხოებაზე
„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყო ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, არქიტექტორი გია რამიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. არქიტექტორმა გია რამიშვილმა ისაუბრა ქალაქში უსაფრთხოების პრობლემაზე, რომლის დაცვაც კანონის დონეზე მშენებლებს არ მოეთხოვებათ. „აქამდე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება …
რა უთხრა დახურულ კარს მიღმა პატარაძემ ბიზნესმენებს – შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოებაზე
სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას არ დასწრებია სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი. „ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესსექტორს, რომ ჩაატარონ ტრენინგები,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესსექტორიდან რა ვითარება არის, მოვუწოდეთ მათ, რომ ჩაატარონ წვრთნები პერმანენტულად და მოხდეს პერსონალის გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს კრიტიკულ სიტუაციებში …
რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ
2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად. საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი. თანამდებობა …
Continue reading “რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ”
როგორია არქიტექტურის პასუხისმგებლობა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებაზე
ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს სახელმწიფო შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს და რა როლი აქვს ამაში არქიტექტორს, რომელმაც შენობის პროექტი შეადგინა? როგორ არეგულირებენ ამას ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა, ზურაბ ბაქრაძემ უპასუხა. ვიცით, რომ კანონმდებლობა არქიტექტორს ავალდებულებს შენობის ნახაზის შედგენისას გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დამკვეთს ამაში ფულის დახარჯვა არ სურს. უფრო …
Continue reading “როგორია არქიტექტურის პასუხისმგებლობა სამშენებლო ნორმების უსაფრთხოებაზე”
300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე
„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას …
Continue reading “300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე “
არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში
არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები? „დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის …
Continue reading “არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში”
სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]
24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. სასტუმროს გარე ფასადზე ხანძრის კვალი არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით კვამლისგან გაშავებულ ფარდებს და კვამლის სუნს, რომელიც ამ დრომდე …
არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად
ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია. მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ …
Continue reading “არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად”
სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება – რეაგირებას პოლიცია მოახდენს
სახანანძრო სამსახური ბათუმის იუსტიციის სახლთან დღეს გამოიძახეს. ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურის ბრიგადას არც ხანძარი დახვდა და ვერც ის პირი იპოვეს, ვინც სახანძრო-სამაშველოს დახმარება სთხოვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ცრუ შეტყობინებაზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს. „ცრუ შეტყობინება, როცა ადგილზე გადის სამაშველო სამსახური, ისჯება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით, ხოლო სისტემატური ხასიათის შეძენის დროს 15 დღიანი …
Continue reading “სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება – რეაგირებას პოლიცია მოახდენს”
სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე
ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი …
Continue reading “სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე”