შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო …

მესაკუთრე სახლიდან უცხო პირს ვეღარ უშვებს და შუქიც ვერ ჩაუჭრა – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე დავით მალანია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც თავის სახლში მყოფ პირს შუქი, ბუნებრივი აირი და წყალი ვერ ჩაუჭრა. დავით მალანიას სახლი ზუგდიდში აქვს, თუმცა იქ ამ დრომდე თამაზ ყურაშვილი ცხოვრობს. სარჩელის მიხედვით, დავით მალანია სახლს უკან ვერ იბრუნებს და ყურაშვილთან სამართლებრივი დავა აქვს. მას სასამართლოში საქმე უკვე მოუგია კიდეც, თუმცა აღსრულების …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

რა დრო დასჭირდება სასამართლო განხილვას და მერე გადაწყვეტილების აღსრულებას, როცა ბინა გააქირავე და უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ 2021 წლის 17 ივნისს წერდა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ბინა 4 წლის წინ გააქირავა, ხოლო დამქირავებელი ქირას აღარ იხდის და არც ბინის დაცლას აპირებს. რა უნდა გაითვალისწინო, ვიდრე ბინას აქირავებ? – კითხვებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის …

მოქალაქე ხულოდან: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?

„ვინ იცის, რამდენი ხანია ეს იაილები ჩვენი, მაგრამ არ გვაძლევენ,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ, რომელსაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე შევხვდით. გუშინ, 9 მარტს, წაბლანელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვარლამი წაბლანელი არ არის, ის სოფელ ბოძაურში ცხოვრობს, მაგრამ წაბლანელების აქციას შეუერთდა: „სოლიდარობას ყველაზე დიდი ძალა აქვს,“ – ფიქრობს ვარლამ ხოზრევანიძე. მან თავისი პრობლემების შესახებ მოგვიყვა. …

ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

„ჩემს საკუთარ სახლში აღარ მიშვებს ქალი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიყავი 3 წელი,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ის 61 წლისაა და სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რაც ექიმის დიაგნოზით დასტურდება. ალექსანდრეს თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ხიდის ქვეშ ან ავტობუსის გაჩერებაზე უწევს ღამის გათევა. მას საკუთარი სახლი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დაატოვებინეს. ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ახლა თვითონაა ეკონომიკური …

სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს. დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. „სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და …

„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ 

„..თუ არ მეკუთვნოდა, ამდენი წელი რატომ მაცხოვრეს? სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა აქ ბოსელი მქონდა, მერე სახლად მოვაწყვე და 11 წელია ვცხოვრობ? ახლა სად წავიდე, როცა მე და ჩემი ქმარიც პენსიონერები ვართ?“ – კითხულობს ბათუმში, ინასარიძის 11-ში მცხოვრები ვარდო აბაშიძე. ის დღე-დღეზე გამოსახლებას ელის. აღსრულების ბიუროს ოფიციალური წერილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა უკვე გავიდა. ვარდო და …

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

„გუშინაც დამირეკეს, სახლის დაცლას მთხოვენ, თუ არადა, იძულებით გამოგასახლებთო, ოფიციალურად წერილები უკვე ჩამბარდა,“ – გვიყვება ხათუნა იმერლიშვილი და ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შევყავართ. ამ ოჯახში აღსრულების პოლიციას დღე-დღეზე ელიან. სადავო სახლის მესაკუთრე 2016 წლიდან „საქართველოს ბანკია“. ეს ქონება ლევან გოგიტიძის იყო, რომელმაც 2007 წელს ბანკში იპოთეკით დატვირთა. ლევან გოგიტიძის ყოფილმა ცოლმა და …

ქალს 316 ათასად ღირებული ქონების დათმობას მთავრობა 20 ათასად აიძულებს

„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს …

სად წაიღო პოლიციამ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული ავტომანქანები

„ინტერპოლის მოთხოვნით, მესაკუთრეებს ართმევენ მანქანებს ისე, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. კანონის დარღვევად იურისტი სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენ და შემდეგ თვეობით ან წლობით პოლიციის განყოფილებების ეზოებში აჩერებენ. საუბარია მსუბუქ ავტომანქანებზე, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოიპარეს ან თაღლითური გზით მიითვისეს, შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს და გაყიდეს. ადვოკატის მტკიცებით, …

მიწა მწვანე კონცხზე, რომელშიც მერია მოქალაქეს არაფერს უხდის

„2004 წლიდან მდევნიდა სახელმწიფო და არ მინდა, ახლაც იგივე დღეში აღმოვჩნდე,“ – ამბობს ასლან ხალვაში. იგი მწვანე კონცხზე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მერია ამ მიწების ათვისებასაც გეგმავს ჩაქვში ახალი ზოოპარკის მოსაწყობად, თუმცა მოქალაქესთან შეთანხმება მიღწეული არ არის. „ეს მიწა 2011 წელს იძულებით დამათმობინეს,“ – ირწმუნება ასლან ხალვაში. იგი აბაშიძის ხელისუფლების დროს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელად მუშაობდა …

საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწას ვერ ირეგისტრირებს – დავა საკონსტიტუციოში

საბერძნეთის ორი მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს – მათ საქართველოში მიწის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოში გაიზარდნენ, თუმცა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მათ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ორივე მათგანი მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებად აღიარებას ითხოვს. დავის საგანი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22-ე მუხლი …

მოქალაქემ საპატრიარქოსთან სასამართლო დავა წააგო – მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე

მოქალაქე შაქრო თურმანიძის სარჩელი საპატრიარქოს წინააღმდეგ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა. შაქრო თურმანიძეს მიწის ნაკვეთი ფერიის მთაზე აქვს. საკუთრებასთან მისასვლელი გზა კი ფერიის ეკლესიის გალავანს შიგნით მოექცა. მოქალაქე „სავალდებულო გზის“ გამოყოფას ითხოვს. „თქვენ თუ მისასვლელი გჭირდებათ, ამას მიაღწევთ,“ – მიმართა მოსამართლემ შაქრო თურმანიძეს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიწაზე ამ დროისთვის არ მიმდინარეობს მშენებლობა და არც ნებართვაა …

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს. ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის …

Exit mobile version