ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად „ოცნების” ფრაქციის წარმომადგენელი დანიშნეს

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დანიშნეს. ის 2 ივლისს წარადგინეს ამ სამსახურში. ქაჯაიას შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე ქაჯაია „სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა“, თუმცა არ აკონკრეტებენ სად, რომელ უწყებებში. თუმცა არც Google-ის საძიებო სისტემაში იძებნება მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ერთადერთი უწყება, რომელიც ამ …

112-ის ყოფილი უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს

112-ის ყოფილი უფროსი გიორგი არსოშვილი განათლების სამინისტროში დანიშნეს. ის დღეს, 1 ივნისს წარადგინეს სამინისტროს ერთ-ერთი სსიპის, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ უფროსად. 112-ის ხელმძღვანელად მუშაობის გარდა, გიორგი არსოშვილი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. გიორგი არსოშვილის …

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …

„ოცნების“ განათლების მინისტრმა მასწავლებლის სახლის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე ეკატერინე ხუციშვილმა შეცვალა. შუკაკიძე ცენტრის დირექტორად, 2018 წლიდან მუშაობდა. ახალი დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი დღეს, 22 აგვისტოს წარადგინეს. ხუციშვილი 2017 წლიდან მუშაობს განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა მასწავლებლების …

აჭარის და ბათუმის პროკურორები შეცვალეს – ვინ არიან ახალი პროკურორები

აჭარის პროკურორი ზაზა მეტონიძე აღარ არის. იგი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში დღეს, 17 ივლისს, ვერ გვითხრეს, ვინ დაინიშნა აჭარის პროკურორად. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც რამდენიმე ინფორმირებული წყარო ადასტურებს, აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა. გიორგი ცხოვრებაძე აქამდე ზესტაფონის რაიონულ პროკურორად მუშაობდა. ბათუმის პროკურორად კი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დანიშნეს

დღეს, 24 მაისს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. მინისტრის პოსტზე ზაზა შავაძე დანიშნეს. ზაზა შავაძე აქამდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს,“ – განაცხადა შავაძის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისი …

საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

„გაგვიშვეს ალბათ დამსახურების გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცინცაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მანანა ცინცაძე თითქმის 30 წელი „აგროვებდა სოფელ-სოფელ მარგალიტებს“, როგორც ამას თავად აღნიშნავს და მის პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ათძალიც“…  ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრში ფოლკლორის და კლუბებთან ურთიერთობების განყოფილებები გააუქმეს და მის ნაცვლად ტურიზმის, ასევე …

თენგიზ ქოქოლაძემ დირექტორის თანამდებობა დატოვა – „ბათუმის წყალს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორად მარინე გვიანიძე დაინიშნა. ის ახალ თანამდებობაზე დღეს, 11 სექტემბერს, წარადგინეს. მარინა გვიანიძე მანამდე ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსად მუშაობდა. „ბათუმის წყალს“ აქამდე თენგიზ ქოქოლაძე ხელმძღვანელობდა. როგორც  მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ყოფილმა დირექტორმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თვითონ დაწერა.

ქედის პოლიციის უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დანიშნეს

ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დაინიშნა. ის ქედაში დეტექტივების განყოფილებას უხელმძღვანელებს. გიორგი ბზიშვილი მანამდე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა – ჯერ უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო,  შემდეგ კი – ამავე სამმართველოს უფროსი. ქედის სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე, როსტომ ცინცაძე, რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ იმავე ხაზით ქობულეთის პოლიციის …

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 31 წლის ლევან მაისურაძე თბილისშია დაბადებული და აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად იანვრიდან კახაბერ ბუხრაძე მუშაობდა. ის გუშინ როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად …

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა გაცვალა. თანამდებობას ტოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე. ის ქედის პოლიციის განყოფილების უფროსი გახდება. ქედის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე კი, გიგლა მოსიძის ადგილს დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტში. „ახლა ვერაფერს გეტყვით, მოგვიანებით დამირეკეთ,“ – გვითხრა გიგლა მოსიძემ… ის მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლიდან მოექცა, როცა აჭარის მაშინდელ …

Exit mobile version